95
07 მაისი 2024, 14:37
მისივე თქმით, ადამიანები, რომლებიც სიცრუის მხარეს დგანან, საქართველოს მოსახლეობის ერთიანობას ვერანაირი რაოდენობით თუ ავტორიტეტით ვერ დაძლევენ.
„დღე არ გავა, რომ ქართველი მეცნიერების, მწერლების, სპორტსმენების, მედიკოსების, ფარმაცევტების, ფერმერების, მეთევზეების, მონადირეების, ასენიზატორების და ა.შ. სახელით - არ გასაჯაროვდეს პასკვილები, რომლებიც იწყება აპრიორი ცილისწამებით და დეზინფორმაციით: „ძირს კრემლის შთაგონებით შექმნილი რუსული კანონი“. ამ წინასიტყვაობის უკან დგას სიცრუე - ლუციფერის საკომუნიკაციო ენა. შესაბამისად, ამის იქეთ პეტიცია უკვე არის უინტერესო და ანტიქართული.
ქართული მიდგომის მხარეზეა სიმართლე და სახარება: „სადაც ორი ან სამი შეიკრიბება ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის“ - დღეს ერსა და ბერშიც, ორნიც ვართ და სამნიც, ასე რომ უფალი ჩვენთან არს. სიცრუის მხარეზე მყოფნი ამ ჩვენს ერთობას ვერანაირი რაოდენობით თუ ავტორიტეტით ვერ დაძლევენ. ჩვენ გვესმის და ვათვითცნობიერებთ ლუციფერის ძლევამოსილებას და მის ყოფილ სტატუსს - ღმერთის უსაყვარლესი მთავარანგელოზისა. მაგრამ, მისი ნებაყოფლობითი დაცემის შემდეგ, დღეს სულ სხვა ძალებს ვცემთ თაყვანს. და ამ ძალების დაძლევის შანსი - საქართველოში - არ არსებობს!“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |