123
06 მაისი 2024, 23:28
„მაშ ასე, ბრწყინვალე შვიდეული გრძელდება. რა პერფორმანსებით დაგვამახსოვრეს თავი სააღდგომო დღეებში „შინევროპელებმა" თავისი „ქოუჩების" მითითებებით,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და პერფორმანსების ჩამონათვალს აკეთებს.
ქართველიშვილი სვამს კითხვას - „განა შეიძლება საქართველოში არარსებულ „რუსულ კანონთან" ბრძოლა?“ და შემდეგ თავადვე პასუხობს „არასგზით!“
„მაშ ასე, ბრწყინვალე შვიდეული გრძელდება. რა პერფორმანსებით დაგვამახსოვრეს თავი სააღდგომო დღეებში „შინევროპელებმა" თავისი „ქოუჩების" მითითებებით:
ილიას ტრიადა გააფართოვეს და ერთობის შემდეგ, სარწმუნოება ისევ დააბრუნეს;
გარდამოხსნას ემთხვეოდნენ ევროკავშირის დროშაში გახვეულები;
სააღდგომო კვერცხებს სახალისო „ჭკუამახვილობით" უბრახუნებდნენ ერთმანეთს;
საგალობლების ქავერებს გვთავაზობდნენ;
წმინდა გიორგი ცხენიდან მოპედზე გადმოსვეს და ჩაფხუტი დაახურეს;
პატრიარქს „საზეიმოდ" აგინეს.
თვალწინ დამიდგა ეს კლასიკური, ფსიქიატრების მიერ, ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტას" გმირისთვის ანამნეზის დადგენის სცენა, რა თქმა უნდა მცირეოდენი პარაფრაზით:
- მაშ „რუსულ კანონთან" ბრძოლის მიზნით, თქვენ მიმართეთ შემდეგ ზომებს - გულზე ხატი ჩამოიკიდეთ, იყო?
- იყო, - დაეთანხმნენ „შინევროპელები".
- ღობიდან ჩამოვარდით და ლოყა დაიშავეთ? ასეა?
- რესტორანში ანთებული სანთლით საცვლების ამარა გამოცხადდით და ვიღაც სცემეთ?
- აქ გაკოჭილი მოგიყვანეს. მოსვლისთანავე დარეკეთ პოლიციაში და სთხოვეთ „რუსული ოცნების" დასაჭერად ტყვიამფრქვევები გამოეგზავნათ.
- შემდეგ ეცადეთ ფანჯრიდან გადამხტარიყავით. ასეა?
საკითხავია: ამგვარი ქცევით განა შეიძლება საქართველოში არარსებულ „რუსულ კანონთან" ბრძოლა? და თუ თქვენ ნორმალური ადამიანი ხართ, თქვენვე მიპასუხებთ: არასგზით!“ - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |