„ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში პატრიარქის მიმართ გამოთქმულ შეურაცხმყოფელ სიტყვებზე აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ ეს ქმედება, სანახაობრივი პერფორმანსის ნაწილია, რომელიც რევოლუციური სცენარით მოვლენების განვითარების ერთ-ერთი ფორმაა.
როგორც დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პატრიარქის ლანძღვა აბსოლუტურად შეუსაბამო ქმედებაა და აქციის მონაწილეების მხრიდან მსგავსი ქმედებები მიუღებელია.
„თქვენ ხედავთ აბსოლუტურად შეუსაბამო ქმედებებს, როდესაც პრაიდის წარმომადგენელი ლოცვითაა დაკავებული, მაგრამ დიდხანს ვერ ძლებს და გადადის პატრიარქის ლანძღვაზე.
ეს ქმედება, რა თქმა უნდა, მოჩვენებითი, სანახაობრივი პერფორმანსის შინაარსით დატვირთული და ძირითადად რევოლუციის განვითარების მოტივით არის წარმოდგენილი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა მონაწილემ, თბილისი პრაიდის თანადირექტორმა ანა სუბელიანმა აქციაზე ჯერ იგალობა, შემდეგ კი, სოციალურ ქსელში პატრიარქის მისამართით შეურაცხმყოფელი ფრაზები დაწერა.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |