ზელენსკი: დასავლელ პარტნიორებს აქვთ ყველაფერი საიმისოდ, რათა უკრაინამ თავისი ხალხი რუსი ტერორისტებისგან დაიცვას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
139 04 მაისი 2024, 16:41

დასავლელ პარტნიორებს აქვთ ყველაფერი საიმისოდ, რათა უკრაინამ თავისი ხალხი რუსი ტერორისტების თავდასხმებისგან დაიცვას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე დაწერა.


მისივე თქმით, უკრაინის მოსახლეობის სიცოცხლის დასაცავად ახლა საჭიროა დროული გადაწყვეტილებები საჰაერო თავდაცვის სისტემებთან და იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით.


„ხარკოვის, ჩერნიგოვის, სუმის, დონეცკის, ზაპოროჟიეს, მიკოლაევის, ხერსონის, ოდესის ოლქები - ტერორისტებმა ერთ კვირაში ჩვენს ქალაქებსა და რეგიონებზე სულ მცირე 380 იერიში მიიტანეს, და ასე ხდება ომის დაწყებიდან ყოველ კვირაში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.


მისივე თქმით, არსებობს საშუალებები ყოველდღიური რუსული ტერორის შესაჩერებლად.


„პარტნიორებს აქვთ ყველა საჭირო სისტემა და შეიარაღება, რათა უკრაინამ სიცოცხლე დაიცვას. მადლობა ყველა ლიდერსა და სახელმწიფოს, რომლებსაც ესმით, რომ მიწოდების ოპერატიულობა და შეთანხმებების სრულად რეალიზება არის ის, რაც იცავს არა მხოლოდ უკრაინელებს, არამედ ყველა ერს, რომლის წინააღმდეგაც შეიძლება იყოს მიმართული რუსული ტერორი“, - წერს ზელენსკი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი