ედიშერ გვენეტაძე The American Conservative სტატიაზე: მოვლენათა განვითარება მიუთითებს, რომ ქალბატონ ენდრიუსის სამშობლოში მოხდება ძირეული ცვლილებები, რაც დადებითად აისახება აშშ-სა და სუვერენულ საქართველოს ურთიერთობებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 04 მაისი 2024, 13:49

საბედნიეროდ არიან ადამიანები და გამოცემები, რომლებიც ობიექტურად აფასებენ სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს და ღირსეულ პატივს მიაგებენ ამ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებს!, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე The American Conservative-ი სტატიას იმის შესახებ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გონივრულია.

გვენეტაძის თქმით, მოვლენათა განვითარება მკაფიოდ მიუთითებს, რომ სულ მოკლე ხანში სტატიის ავტორის ჰელენ ენდრიუსის სამშობლოში (აშშ) მოხდება ძირეული ცვლილებები, რაც უეჭველი დადებითად აისახება აშშ-სა და სუვერენულ საქართველოს ურთიერთობებზე.

„მიუხედავად იმისა, რომ ერთ დროს დემოკრატიის მექად წოდებულ ქვეყანაში ამჟამად ხელისუფლებაში იმყოფება ის ადმინისტრაცია, რომელიც „სხვის თვალში ბეწვს ეძიებს, ხოლო საკუთარში დირესაც ვერ ხედავს“! საბედნიეროდ, არიან ადამიანები და გამოცემები, რომლებიც ობიექტურად აფასებენ სხვა ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს და ღირსეულ პატივს მიაგებენ ამ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესებს! მათ რიგებს მიეკუთვნება ჰელენ ენდრიუსი, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის ქედმაღლურ დამოკიდებულებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც ამ ქალბატონის აზრით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ატარებს პრაგმატულ, ბალანსირებულ და მოქნილ პოლიტიკას, რაც არამც და არამც არ მოსწონთ თეთრი სახლის ბინადრებს!

ვინაიდან, როგორც განვითარებულმა მოვლენებმა უჩვენა საქართველოს ხელისუფლების მიერ სუვერენიტეტის განმტკიცებისათვის მიმართული ღონისძიებები, მათ რიგს უნდა მივაკუთვნოთ კანონი გამჭვირვალეობის შესახებ, რაც ოვალურ კაბინეტის ბინადართა უკმაყოფილებას იწვევს!

მოვლენათა განვითარება მკაფიოდ მიუთითებს, რომ სულ მოკლე ხანში ქალბატონ ენდრიუსის სამშობლოში მოხდება ძირეული ცვლილებები! რაც უეჭველი დადებითად აისახება აშშ-სა და სუვერენულ საქართველოს ურთიერთობებზე!“, - წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი