ზურაბ ქადაგიძე აქციის მონაწილეებს: სადაც შობის აღნიშვნა 7 იანვარს გოიმობად ითვლება და სადაც „დიდი ძმის” - ბაიდენის მიერ აღდგომის, ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ გამოცხადება ჩვეულებრივი მოვლენაა, ალბათ არაფერმა უნდა გაგვაკვირვოს…
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
101 04 მაისი 2024, 13:44

სადაც შობის აღნიშვნა 7 იანვარს გოიმობად, რეტროგრადობად, ბნელად და რუსულად ითვლება და სადაც „დიდი ძმის” - ჯო ბაიდენის მიერ აღდგომის, ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ გამოცხადება ჩვეულებრივი მოვლენაა, ალბათ არაფერმა უნდა გაგვაკვირვოს, - ასე აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე თბილისში მარხვის მძიმე დღეებში განვითარებულ მოვლენებს.

როგორც ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, წითელ პარასკევს, როცა სამყარო დუმს, ახალგაზრდები ქაშვეთის წინ, სანთლებით ხელში, ნინო ლომჯარიას ნათარგმნ „ინტერნაციონალს” მღერიან.

„წითელ პარასკევს ჩიტი ბუდეს არ იკეთებსო და ადამიანი ხელსაქმეს წყვეტსო. უფლის ნეშტის გარდამოხსნაა და დატირება - სდუმს სამყარო იმ უბედურებაზე, რაც დაატრიალა და ამ სიჩუმეში საკუთარ დაცემულ ბუნებას იაზრებს, თუ როგორ მოკლა ღმერთი ერთმა ნაწილმა და მეორემ, უბრალოდ ხელები დაიბანა…


ეს ახალგაზრდები კი, ქაშვეთის წინ, სანთლებით ხელში, ნინო ლომჯარიას ნათარგმნ „ინტერნაციონალს” მღერიან…
თუმცა, სადაც შობის აღნიშვნა 7 იანვარს გოიმობად, რეტროგრადობად, ბნელად და რუსულად ითვლება და სადაც „დიდი ძმის” - ჯო ბაიდენის მიერ აღდგომის, ტრანსგენდერთა ხილვადობის დღედ გამოცხადება ჩვეულებრივი მოვლენაა, ალბათ არაფერმა უნდა გაგვაკვირვოს…
იმდენად ხელოვნურ და უკრაინულ სპექტაკლთან გვაქვს ახლა საქმე, რომ ყველაფერი თვალნათლივ იკვეთება…
პოლიტიკური უმცირესობა უმრავლესობის სახელით დემონსტრირებს - ვიღაცები ქორწილს იხდიან ბარიკადებზე, ვიღაც ძალადობს პოლიციელზე და მხარდამჭერი ტელევიზიები მოძალადის, მსხვერპლად დახატვას ცდილობენ, ვიღაცები ეკლესიაში მიდიან და ლოცვის მაგიერ მღერიან, ვიღაცები „აბულინგებენ" მოსახლეობას იმ მოტივით, რომ ვინც მათ არ ეთანხმებათ, მტერია და გასადევნია საზოგადოებიდან…
მოკლედ, ყველა ფაზლი თავის ადგილზე დგება!“ - წერს Facebook-ზე ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი