101
04 მაისი 2024, 12:20
საქართველო გარდამტეხ მომენტშია, – ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც აღნიშნავს, ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა, საქართველო დაუბრუნდეს გზას, რომელიც სურს საქართველოს ხალხს და რომელსაც ისინი იმსახურებენ.
„მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფება ახლა სასწორზე დევს. ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა, საქართველო დაუბრუნდეს იმ გზას, რომელიც სურს საქართველოს ხალხს და რომელსაც ისინი იმსახურებენ“, – წერს შოლე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |