გია აბაშიძე: წითელ პარასკევს, მართლმადიდებლებისთვის უმძიმეს დღეს, საერო სიმღერა ტაძრის მახლობლად სანთლებით, ისეთივე ანომალიაა, როგორც პანაშვიდზე საცეკვაო მუსიკის ჩართვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
87 04 მაისი 2024, 11:06

ე.წ. „მაიდანიზაციის“ უნიჭო სცენარისტებს ჰგონიათ, რომ წითელ პარასკევს, ქართული ეკლესიის მახლობლად, სანთლებით, ევროპის ჰიმნის თუნდაც ქართულ ენაზე ნამღერი პოლიტტექნოლოგიურად იზიდავს დამატებით თანამოქალაქეთა "გულებსა და გონებებს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მართლმადიდებელი ქართველები ამ ეპიზოდს ვერანაირად მიიღებენ დადებითად, რადგან მკრეხელობაა და პოლიტიკური კიტჩიცაა.

მისივე თქმით, წითელ პარასკევს, მართლმადიდებლებისთვის უმძიმეს დღეს, საერო სიმღერა ტაძრის მახლობლად სანთლებით, ისეთივე ანომალიაა, როგორც პანაშვიდზე საცეკვაო მუსიკის ჩართვა.

„მართლმადიდებელი ქართველები ამ ეპიზოდს ვერანაირად მიიღებენ დადებითად, რადგან მკრეხელობაა და პოლიტიკური კიტჩიცაა. ე.წ. „მაიდანიზაციის“ უნიჭო სცენარისტებს ჰგონიათ, რომ წითელ პარასკევს, ქართული ეკლესიის მახლობლად, სანთლებით, ევროპის ჰიმნის, თუნდაც ქართულ ენაზე ნამღერი პოლიტტექნოლოგიურად იზიდავს დამატებით თანამოქალაქეთა „გულებსა და გონებებს" (hearts & minds).

წითელ პარასკევს, მართლმადიდებლებისთვის უმძიმეს დღეს, საერო სიმღერა ტაძრის მახლობლად სანთლებით, ისეთივე ანომალიაა, როგორც პანაშვიდზე საცეკვაო მუსიკის ჩართვა. მეტიც, საქართველო უკრაინა არაა და აქ არ დგას დღის წესრიგში ე.წ. ალტერნატიული და ე.წ ავტოკეფალიური ეკლესიის შექმნის საკითხი.

ამაღამ, პარლამენტთან, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, მრავალი ფსევტრადიციული, ჭინკური პერფორმანსები უხვად იქნება. რაც მთავარია, სანთლებითა და პასქებით, ავაზაკურ სცენარში ასე უწერიათ.

ჯობია, ისევ გმირთა მოედანი გადაკეტონ ან სხვა სატრანსპორტო კვანძი მდარე ხარისხის ფსევდო-რევოლუციონერებმა“ - წერს გია აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი