მამუკა მდინარაძე: რაც კარგია შტატებში და ევროპაში, საშინელება საქართველოში - ეს მოცემულობა არ იმუშავებს, გამჭვირვალობა ვერ იქნება რუსული და შავი ფულისთვის ქვეყნის ჩამოქცევის მცდელობა - ევროპული!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
104 03 მაისი 2024, 20:11

ნაცმოძრაობას” და მდიდარ ენჯეოებს ახალი მდაბიო, ფაშისტური და გაღმა შედავების კამპანია წამოუწყიათ - ოღონდ ჩვენ არ გავასაჯაროოთ, რამდენ ათეულ მილიონებში ვყიდით ქვეყანას და ვინც ამის გასაჯაროებას კანონით მოითხოვს, იმას მოღალატეს დავარქმევთ და 30-30 თეთრს ჩავურიცხავთო, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს.

ის მიმართავს ახალგაზრდებს, კარგად გაარკვიონ, ვინ აახლოებს ევროპასთან და ვინ პირიქით - აშორებს, რათა თავი არავის მოატყუებინონ.
მდინარაძის თქმით, გამჭვირვალობა ვერ იქნება რუსული, ხოლო, შავი ფულისთვის და დეკლარაციების არშევსებისთვის ქვეყნის ჩამოქცევის მცდელობა - ევროპული.

“ნაცმოძრაობას” და მდიდარ ენჯეოებს ახალი მდაბიო, ფაშისტური და გაღმა შედავების კამპანია წამოუწყიათ - ოღონდ ჩვენ არ გავასაჯაროოთ, რამდენ ათეულ მილიონებში ვყიდით ქვეყანას და ვინც ამის გასაჯაროებას კანონით მოითხოვს, იმას მოღალატეს დავარქმევთ და 30-30 თეთრს ჩავურიცხავთო.

რასაც რუსული ეძახეს, განხილვებზე ყველაფერი ამერიკული აღმოჩნდა და რაღა მოიფიქრონ აღარ იციან.
ის რაც კარგია შტატებში და ევროპაში (თან უფრო მკაცრი ფორმით), საშინელება საქართველოში - ეს მოცემულობა არ იმუშავებს, დამიჯერეთ.

არა რუსულ კანონს, კი ევროპას - ახალგაზრდებო, ბოლომდე გეთანხმებით ამ სლოგანში - ოღონდ ჯერ კარგად გაერკვიეთ, სადაა რუსული კანონი და ვინ გაშორებთ ან გაახლოებთ ევროპას. ეს არის მთავარი კითხვა, რაზეც თავი არავის უნდა მოატყუებინოთ. გამჭვირვალობა ვერ იქნება რუსული და შავი ფულისთვის და დეკლარაციების არშევსებისთვის ქვეყნის ჩამოქცევის მცდელობა - ევროპული!

#მამული,ენა,სარწმუნოება
#ღირსებითევროპისკენ” - წერს მამუკა მდინარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი