გია აბაშიძე აშშ-ის ელჩის განცხადებაზე: ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში მიწვეული იყო დათქმით, პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა კანონპროექტის განხილვა - დათქმებითა და ულტიმატუმებით სუვერენული სახელმწიფოს მეთაურის ვიზიტის ორგანიზება მიუღებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
106 02 მაისი 2024, 23:20
სამწუხაროდ, საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის დღევანდელი განცხადება, რომ ქართულმა მხარემ უარი თქვა ვაშინგტონის ვიზიტზე, მანიპულაციურია და შეუფერებელია დიპლომატიური საქმიანობისთვის, - წერს  ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, დათქმებითა და ულტიმატუმებით სუვერენული სახელმწიფოს მთავრობის მეთაურის ვიზიტის ორგანიზება მიუღებელია საქართველოს ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოქალაქისთვის, ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობის გამოძახილი და დამოუკიდებელი ქვეყნისადმი პატივისცემა.

“სამწუხაროდ, საქართველოში აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის დღევანდელი განცხადება, რომ ქართულმა მხარემ უარი თქვა ვაშინგტონის ვიზიტზე, მანიპულაციურია და შეუფერებელია დიპლომატიური საქმიანობისთვის. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ვაშინგტონში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიწვეული იყო დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა. 

მსურს აღვნიშნო, რომ დათქმებითა და ულტიმატუმებით, სუვერენული სახელმწიფოს მთავრობის მეთაურის ვიზიტის ორგანიზება მიუღებელია საქართველოს ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოქალაქისთვის. ეს არაა სტრატეგიული პარტნიორობის გამოძახილი და ჩვენი დამოუკიდებელი ქვეყნისადმი პატივისცემა. მეტროპოლიურ-კოლონიური დამოკიდებულება საქართველომ უკვე გაიარა კომუნისტური რეჟიმის დროს და ვასალობას "ნაცმოძრაობის" რეჟიმის მსგავსად, "ქართული ოცნება" არასდოს დაუბრუნდება.” - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი