99
02 მაისი 2024, 23:14
აქციის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ქალაქის ცენტრალური საკვანძო მაგისტრალის გადაკეტვა, პოლიციის ახსნა-განმარტებას, რომ ამით არამარტო ჩვეულებრივი მოქალაქეების გადადგილებას უშლიდნენ ხელს, არამედ სასწრაფოსა და და სახანძროს გადადგილებას, შესაბამისად შესაძლო ადამიანის სიკვდილიც მოჰყვეს, აჟიტირებული, ე.წ. ჟურნალისტის გაოცება მოყვა ოპოზიციური ტელევიზიიდან, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პარალიზებული ქუჩები შეაფერხებს სასწრაფო დახმარების მანქანების მოძრაობას და სვამს კითხვას, ამ მიზეზით ადამიანის გარდაცვალების შემთხვევაში ვინ აიღებს პასუხისმგებლობას.
“აქციის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს ქალაქის ცენტრალური საკვანძო მაგისტრალის გადაკეტვა, პოლიციის ახსნა-განმარტებას, რომ ამით არამარტო ჩვეულებრივი მოქალაქეების გადადგილებას უშლიდნენ ხელს, არამედ სასწრაფოსა და და სახანძროს გადადგილებას, შესაბამისად შესაძლო ადამიანის სიკვდილიც მოჰყვეს, აჟიტირებული, ე.წ. ჟურნალისტის გაოცება მოყვა ოპოზიციური ტელევიზიიდან: გზა გაქვთ გადაკეტილი და სასწრაფომ არ გამოიარა კი ვერ გამოიარა!
სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი, რომლის სიმარჯვეც და სისწრაფეზეც ექიმებზე, არანაკლებ არის დამოკიდებული რამდენად სწრაფად მივა ავადმყოფთან ან რამდენად სწრაფად მიიყვანს ადამიანს საავადმყოფოში, გადაკეტილ პარალიზებულ ქუჩებში ვერ ივლის, შემოვლით და გრძელი გზით მოსიარულე კი ადამიანს ვერ გადაარჩენს!
ასეთ შემთხვევაში ვინ იღებს პასუხისმგებლობას?! ლომჯარია თუ ვაშაძე, სამადაშვილი თუ კოლექტიური ნაციონალები?!” - წერს ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |