ფოცხი, ნამგალი, ურო, ნაჯახი, თოხი და ბარი - გამჭვირვალობის მოწინააღმდეგეთა მხარდასაჭერად „ფეისბუქზე“ შექმნილ ჯგუფში ძალადობისკენ მოწოდებები ისმის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
92 01 მაისი 2024, 15:22

გამჭვირვალობის მოწინააღმდეგეთა მხარდასაჭერად „ფეისბუქზე“ შექმნილ ჯგუფში ძალადობისკენ მოწოდებები ისმის. საუბარია „ფეისბუქზე“ გუშინ შექმნილ ჯგუფზე „დაიტოვე“, რომლის მიზანია იმ ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირება, ვისაც პარლამენტთან მიმდინარე აქციაში მონაწილეობის მისაღებად რეგიონებიდან ჩამოსვლა უნდათ, თუმცა თბილისში ღამის გასათევი არ აქვს.

ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ითხოვს რჩევას, რა წაიღოს აქციაზე თავდაცვის მიზნით გარდა ნიღბისა და სათვალისა, რაზეც პასუხობენ, რომ „ფოცხი, ნამგალი, ურო, ნაჯახი, თოხი და ბარი“. „ნათესავ პოლიციელებს შეუტიეთ ყველამ, იცოდნენ, რომ უსახელო ნაბიჭვრები არიან“, „კრასკით გაბერილი ბუშტები, ეკიპირებას გამოიყვანს წესით მწყობრიდან, მხედველობას წაართმევ რობოკოპს“, „მთელი საქართველოს მასშტაბით საყოველთაო დაუმორჩილებლობის დროა“, - წერენ ჯგუფში.

ჯგუფს უკვე სპონსორიც გამოუჩნდა, ნანუკა ჟორჟოლიანის „ნანუკას ფონდი“. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ჯგუფში წერს, რომ ახალი ფონდის გახსნას დღეები სჭირდება, ამიტომ „ნანუკას ფონდის“ ფინანსები, რომლებიც აქამდე ჯანმრთელების პრობლემების მქონე ადამიანებს ეხმარებოდა, ამჯერად იმ ადამიანებს მოხმარდება, რომლებიც ქუჩაში აქციებზე დგანან და არ აქვთ საკვები, ასევე აქციის დროს დაზიანებული ადამიანების მკურნალობას, ღია ცის ქვეშ დარჩენილი ადამიანებისთვის, სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთების შეძენას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი