დავით ქართველიშვილი: დღეს ეშმაკის ადვოკატირების თუ ფსევდო ჰუმანურობის დრო აღარაა - ჩამოყალიბდით!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 01 მაისი 2024, 14:32

ნაცემ ხაბეზე „ჰუმანიზმით“ აღსავსე ჩემი ძვირფასი ფრენდების კომენტარებზე მინდა დავსვა მარტივი შეკითხვა: უვნებლად რომ გამოხატავდა თავის კონსტიტუციურ საპროტესტო უფლებას - ერთი ნაკაწრი მაინც თუ ჰქონდა? მოიზიდა მედია ოპერატორები, აიღო „რაზგონი“ და სპეცნაზელების დედისგინებით შევარდა მათ რიგებში,“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

ქართველიშვილი ლევან ხაბეიშვილის ქცევას გამიზნულ პროვოკაციად მიიჩნევს, ხოლო იგივე ხაბეიშვილთან დაკავშირებით ჟოზეფ ბორელის მიერ გაკეთებულ განცხადებას წინასწარ შეკვეთილ განცხადებად აფასებს.

„ნაცემ ხაბეზე „ჰუმანიზმით“ აღსავსე ჩემი ძვირფასი ფრენდების კომენტარებზე მინდა დავსვა მარტივი შეკითხვა: უვნებლად, რომ გამოხატავდა თავის კონსტიტუციურ საპროტესტო უფლებას - ერთი ნაკაწრი მაინც თუ ჰქონდა? მოიზიდა მედია ოპერატორები, აიღო „რაზგონი“ და სპეცნაზელების დედისგინებით შევარდა მათ რიგებში. ანუ, ამაში გამიზნულ პროვოკაციას ვერ ხედავთ? დღეს მის დალეწილ სახეზე მოუხდა ჟოზეფ ბორელს გაუგებარი განცხადების გაკეთება. თითქოს შეკვეთილი იყო. იმედი დავიტოვოთ, რომ ფინანსურადაც არ დაივიწყებენ Lee Van der Khabe-ს „გმირობას“.

ან „კერკეტი კაკალი-3“ არ გინახავთ? ტერორისტი ლეიტენანტ მაკლეინს რომ აგზავნის ნიუ-იორკის აფროამერიკელებით დასახლებულ ჰარლემში პლაკატით: „მე მძულს ზანგები!“. რამდენ კვარტალს გაივლიდა ამ ეკიპირებით მაკლეინი? თქვენივე ლოგიკით, ლუციფერიც უნდა შევიბრალოთ, რადგანაც ღმერთის უსაყვარლესი ანგელოზი იყო. მაგრამ, დაეცა! შექმნა ეშმაკთა ლეგიონი და დღეს ღმერთს ებრძვის და მისი ხატისა და მსგავსების - ადამიანის დაღუპვაზე ზრუნავს! ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ახალგაზრდების დაღუპვაზე ზრუნავს დღეს ხაბე, იგივე, ლუციფეტისეული სიცრუის რიტორიკით! დღეს ეშმაკის ადვოკატირების თუ ფსევდო ჰუმანურობის დრო აღარაა - ჩამოყალიბდით!“ - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი