დავით ქართველიშვილი: ურიგო არ იქნებოდა ამ დღეებში აკერმანის მასწავლებლის, ჯინ შარფის კლასიკური ნაშრომის გახსენება: „როგორ წამოიწყო რევოლუცია და არაძალადობრივი ქმედებების 198 მეთოდი"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
110 01 მაისი 2024, 13:30

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს იმ მუხლებს, რომელიც შედის რევოლუციების მოწყობის სახელმძღვანელოდ მიჩნეულ ჯინ შარფის ნაშრომში. მუხლების ჩამონათვალიდან რის უნარი შესწევს რადიკალებს, ამის განსჯა დავით ქართველიშვილმა საზოგადოებას მიანდო.

„ურიგო არ იქნებოდა ამ დღეებში აკერმანის მასწავლებლის, კლასიკური ნაშრომის გახსენება: „როგორ წამოიწყო რევოლუცია და არაძალადობრივი ქმედებების 198 მეთოდი".
✓ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარი (სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური)
✓ საჯარო გამოსვლები
✓ ცნობადი სახეების მიერ ხელმოწერილი საჯარო განცხადებები
✓ დაპირებათა და ბრალდებათა დეკლარაციები
✓ ჯგუფური პეტიციები
✓ ლოზუნგები, კარიკატურები, სიმბოლოები
✓ მასმედია, რადიო, ტელევიზია
✓ ჯგუფური ლობბი
✓ პიკეტირება
✓ ფსევდო არჩევნები
✓ ოფიციალურ პირთა დევნა ქუჩაში, სამსახურთან, საცხოვრებელ სახლებთან
✓ ოფიციალურ პირთა საჯარო დაცინვა და შეურაცხყოფა
✓ საპროტესტო ავტოკოლონები, მსვლელობები
✓ დემონსტრაციული პოლიტიკური დამკრძალავი პროცესიები
✓ საპროტესტო მიტინგები
✓ სოციალური და სპორტული საქმიანობის შეწყვეტა
✓ საზოგადოებრივი მოვლენების ბოიკოტირება
✓ სტუდენტური გაფიცვები
✓ საზოგადოებრივი დაუმორჩილებლობა
✓ პოლიტიკური ნიშნით სავაჭრო პროდუქციის მოხმარებაზე უარი
✓ უარის თქმა საიჯარო და საბანკო ვალდებულებების გადახდაზე
✓ საერთაშორისო არენაზე ხელისუფლების სანქცირების პროცესების ინიცირება
✓ მეწარმეთა გაფიცვა
✓ მოვაჭრეთა საყოველთაო გაფიცვა
✓ გადასახადების გადახდაზე უარის თქმა
✓ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ბოიკოტირება
✓ პატიმართა გაფიცვა
✓ სამუშაო ადგილებზე ტოტალური საბოტაჟი
✓ პროტესტის ნიშნად სამსახურების მასობრივი დატოვება
✓ თეატრალური ხასიათის საპროტესტო პერფორმანსები
✓ საკანონმდებლო ორგანოების საქმიანობის ბოიკოტირება
✓ არჩევნებისა და მისი შედეგების ბოიკოტირება
✓ სამთავრობო დაწესებულებების საქმიანობის ბოიკოტირება
✓ კანონის აღსრულებაზე ტოტალური უარის თქმა
✓ სამართალდამცავის ორგანოების საქმიანობის ხელის შეშლა
✓ საგზაო ნიშნების დაზიანება
✓ ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მიუღებლობა
✓ ტოტალური ანტისახელმწიფოებრივი დაუმორჩილებლობა
✓ მჯდომარე გაფიცვები
✓ სატრანსპორტო კოლაფსის შექმნა
✓ სასამართლო ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობა
✓ ადმინისტრაციული, სააღმსრულებლო ორგანოებისადმი დაუმორჩილებლობა
✓ ამბოხი
✓ დიპლომატიური ღონისძიებებისადმი ხელის შეშლა
✓ დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესების პროვოცირება
✓ საპროტესტო თვითდაზიანებები, თავის დაწვა
✓ შიმშილობა
✓ ახალი სოციალური წესრიგის დამყარება
✓ გზების ბლოკირება
✓ ალტერნატიული სოციალური ინსტიტუტების შექმნა
✓ ალტერნატიული საკომუნიკაციო სისტემების შექმნა
✓ მიწის ნაკვეთების უკანონო დაუფლება, შენობებში უკანონო შეჭრა/დაკავება
✓ მაროდიორობა
✓ სტრატეგიული საკომუნიკაციო სისტემების, ცხელი ხაზების ხელოვნური გადატვირთვა
✓ დაკავება/დაპატიმრების მასობრივი პროვოცირება
✓ პარალელური პარლამენტისა და მთავრობის შექმნა

ამ მოკლე ჩამონათვალიდან, თუ რისი განხორციელების რესურსი და შნო გააჩნიათ - თავად განსაჯეთ,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი