ზურაბ ქადაგიძე აქციაზე: ყველაფერი „ფსევდო”, დადგმული და მართულია დაწყებული გინებით, გაგრძელებული დროშის ფრიალით და დამთავრებული, ვითომ-ექსპრომტად მოგორებული ნაგვის ურნებით ბარიკადებად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
70 01 მაისი 2024, 13:29

იმდენად ხელოვნურია მთელი ეს ფარსი, რომ „მრისხანე” რატი ამაღლობელის დირიჟორული მოწოდებებიც კი სასაცილო ჩანს… ყველაფერი „ფსევდო”, დადგმული და მართულია დაწყებული გინებით, გაგრძელებული დროშის ფრიალით და დამთავრებული, ვითომ-ექსპრომტად მოგორებული ნაგვის ურნებით ბარიკადებად!" - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.

ქადაგიძე აღნიშნავს, რომ გუშინდელი დღე იყო აკერმანის ბეჯითი მოწაფეების მიერ, მასწავლებლის სულისთვის გადახდილი პარაკლისი.

„აკერმანის ტრენინგებიდან: -როგორ უნდა შექმნას ქაოსი უმცირესობამ და როგორ უნდა მოახდინოს უმრავლესობაზე მორალური უპირატესობის მოპოვება?

*ქვეყნის დროშების დაფენა სამართალდამცავების ფერხთით, რომ იქნებ ვინმემ დააბიჯოს და შელახოს. ასევე, დაპირისპირების დროს (მაგ: წყლის ჭავლის შესხმისას) დროშას ამოფარებული პროტესტანტები ქმნიან ეფექტს, რომ სახელმწიფოს წმინდა სიმბოლოს ებრძვიან, რაც დროშით უსამართლობასთან მებრძოლების აღქმას აჩენს.

* გინება კონკრეტული ფრაზეოლოგიით - კაცი არ მეგულება საქართველოში ოკუპანტს არ შეაგინოს, თუმცა პროტესტანტების ეს ფსევდო-ბუნებრივი გამოხატულება, „რუსეთს რა, დედის …ნა!”

ტრენინგებზე ნასწავლი თეორიიდანაა, სადაც გინებით პროტესტის გამოხატვა ერთგვარი ძლიერების, გაბრაზების დემონსტრირებაა, რომელსაც უამრავი გაბრაზებული ქართველი ავტომატურად დაეთანხმება და შესაბამისად, ძალიან მარტივია შემდეგ, ჩაანაცვლო სიტყვები - “ხელისუფლებას რა”, “პოლიციას რა”, “პარლამენტს რა” და ა.შ.

გუშინ ზუსტად ასე გააკეთეს. მოკლედ, გუშინდელი დღე იყო აკერმანის ბეჯითი მოწაფეების მიერ, მასწავლებლის სულისთვის გადახდილი პარაკლისი… იმდენად ხელოვნურია მთელი ეს ფარსი, რომ “მრისხანე” რატი ამაღლობელის დირიჟორული მოწოდებებიც კი სასაცილო ჩანს…

ყველაფერი “ფსევდო”, დადგმული და მართულია დაწყებული გინებით, გაგრძელებული დროშის ფრიალით და დამთავრებული, ვითომ-ექსპრომტად მოგორებული ნაგვის ურნებით ბარიკადებად!

P.S. აკერმანის ტრენინგების შემდეგი ნაბიჯი: ახლა დაიწყებენ ფსევდო-სახალხო ლიდერების გამოძერწვას, მაგრამ ყველა ხისგან სალამური არ ითლება და რა უნდა ქნან?!“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი