ზაალ ანჯაფარიძე: ოპოზიციის გუშინდელი აქცია იყო სპონტანურ-ისტერიული რეაქცია ხელისუფლების მომხრეთა მშვიდობიან-გაწონასწორებულ შეკრებაზე - პასიონარული პოლიტიკური უმცირესობა ცდილობს რადიკალიზმით მიაღწიოს მიზანს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
114 01 მაისი 2024, 11:57

გუშინდელი აქცია იყო ტიპური შემთხვევა, როდესაც პასიონარული პოლიტიკური უმცირესობა (როგორც მეუბნებიან საშუალოდ 3000 იყვნენ) ცდილობს რადიკალიზმით მიაღწიოს მიზანს, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

ანჯაფარიძის თქმით, რადიკალთა მიზანი იყო პოლიცია გამოეწვიათ ზედმეტად მკაცრ ქმედებებზე, რომლის შედეგადაც ვიღაცები მძიმედ დაშავდებოდნენ, შესაძლოა მსხვერპლიც ყოფილიყო, ისე როგორც მაგალითად 2011 წლის 26 მაისს. მანვე აღნიშნა, რომ ამის შანსი რომ არ მისცეს, ამიტომ ვიხილეთ რადიკალიზმის სრულიად უაზრო გამოვლინებები სხვადასხვა ადგილას.

„კეზერაშვილი აუცილებლად ჩაუსვამს ხაბეიშვილს ახალ კბილებს, რომლებიც მან გუშინდელი პროვოკაციის შემდეგ მოისაკლისა. ცოტა შემოლაწუნებულ სოფო ჯაფარიძესაც მსუყედ მოეფერება ნაცების შავი სალარო. სხვებსაც დაუფასდებათ ხტუნაობა. ახლა კი სერიოზულად:
ოპოზიციის გუშინდელი აქცია იყო სპონტანურ-ისტერიული რეაქცია ხელისუფლების მომხრეთა მშვიდობიან-გაწონასწორებულ შეკრებაზე, რომელზედაც სათქმელი ითქვა, გამგონმა გაიგონა და ნაცლობისტების პირველი ისტერიული გამოძახილები უკვე ვნახეთ.
გუშინდელი აქცია იყო ტიპური შემთხვევა, როდესაც პასიონარული პოლიტიკური უმცირესობა (როგორც მეუბნებიან საშუალოდ 3000 იყვნენ) ცდილობს რადიკალიზმით მიაღწიოს მიზანს.
ბევრს თვალში მოხვდა პოლიციის ორგანიზებული გასვლა აქციის ეპიცენტრიდან, რაც მავანთ სისუსტედ აღიქვეს. ჩემი აზრით, რადიკალთა მიზანი იყო პოლიცია გამოეწვიათ ზედმეტად მკაცრ ქმედებებზე, რომლის შედეგადაც ვიღაცები მძიმედ დაშავდებოდნენ, შესაძლოა მსხვერპლიც ყოფილიყო, ისე როგორც მაგალითად 2011 წლის 26 მაისს. ამის შანსი რომ არ მისცეს, იმიტომაც ვიხილეთ რადიკალიზმის ის სრულიად უაზრო გამოვლინებები სხვადასხვა ადგილას.
დღეს, შესაძლოა გუშინდელი სცენარი უფრო გამძაფრებული ფორმებით ვიხილოთ“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი