დავით ქართველიშვილი: ევროპის წამყვან ქვეყნებში რას პასუხობენ პოლიციურ დანაყოფებზე გამიზნული პროვოკაციების დროს - კარგად ვიცით. კარგად გვახსოვს ამერიკაში BLM-ის აგორებული ტალღის დროს 14 ათასი დაკავებული და სამწუხაროდ,19 დაღუპული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
87 01 მაისი 2024, 11:00
„ეს იყო მსოფლიოსთვის რიცხობრივ მაჩვენებლებში გამოყვანილი იმ ეროვნული სულისკვეთების „პრეზენტაცია", რომლის ჩახშობის, დაჩოქების თუ დაშინების არა თუ ადგილობრივი, მსოფლიო მასშტაბის რესურსი არ არსებობს,“ - ასე აფასებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თბილისში 30 აპრილის ღამეს განვითარებულ მოვლენებს.
დავით ქართველიშვილი ვრცელ პოსტში აღნიშნავს, რომ „აკერმან-შარფი-სოროსის" მითითებები ზედმიწევნით შეასრულა ოპოზიციამ და ძირითადი სამიზნე ქართული პოლიცია გახდა.
„გუშინდელი ღამე იყო იმ აგონიის რეციდივი, რომელიც უსამშობლოთა ბანაკში ერის საყოველთაო შეკრებამ გამოიწვია. ეს იყო მსოფლიოსთვის რიცხობრივ მაჩვენებლებში გამოყვანილი იმ ეროვნული სულისკვეთების „პრეზენტაცია", რომლის ჩახშობის, დაჩოქების თუ დაშინების არა თუ ადგილობრივი, მსოფლიო მასშტაბის რესურსი არ არსებობს.
„აკერმან-შარფი-სოროსის" მეთოდოლოგიური ნაშრომების თანახმად, „მუდმივი დისკომფორტის" ტაქტიკას, რომლის „მუდმივობასაც" შეზღუდული მოქმედების ვადა ახასიათებს - პირდაპირი პროვოკაციების რეჟიმი ჩაანაცვლებს, რომლის ძირითადი სამიზნე ქართული პოლიცია გახდება. ამის მკაფიო მაგალითი დაგვანახა ამაღამ ხაბეიშვილმა, რომელმაც საკუთარი თავის გარშემო მოახდინა მედიის მაქსიმალური მობილიზება და შემდგომ სიტყვებით: „აბა, წავიდა!" - პირდაპირი იერიში მიიტანა სპეცრაზმელებზე, რათა შემდგომ ამ თავდასხმის შედეგად მიღებული პროპორციული პასუხის ვიზუალური "ექსპორტირება" მოეხდინა მსოფლიოში და ადგილობრივ "ბაბლში" მხარდაჭერის გრადუსის ასამაღლებლად. ევროპის წამყვან ქვეყნებში რას პასუხობენ პოლიციურ დანაყოფებზე გამიზნული პროვოკაციების დროს - კარგად ვიცით. კარგად გვახსოვს ამერიკაში BLM-ის აგორებული ტალღის დროს 14 ათასი დაკავებული და სამწუხაროდ,19 დაღუპული. საქართველოში თქვენს სისხლიან "ორტრუპიან" გეგმებს ვერ განახორციელებთ! უკანასკნელი იყო 2011 წლის 26 მაისს! თქვენც დაწყნარდით და თქვენი დამგეშებლებიც დააოკეთ!“ - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი