თამარ ჩიბურდანიძე: საპარლამენტო არჩევნებმა ქუჩაში გადმოინაცვლა და ყველასათვის ნათელი გახადა მოსალოდნელი შედეგები. მარცხისთვის განწირული ოპოზიცია მეტ არეულობას შეეცდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
91 30 აპრილი 2024, 13:26

როდესაც ერი და ბერი ერთიანდება, გამარჯვება გარდაუვალია. ოპოზიციას კი უკან დასახევი გზა არა აქვს, ან უნდა მიჰყვნენ რევოლუციურ პროექტს, ან სახლებში წავიდნენ, - ასე გამოეხმაურა გუშინდელ საყოველთაო - სახალხო შეკრებას და ამ მიტინგთან დაკავშირებით ოპოზიციის რეაქციას „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

ჩიბურდანიძის თქმით, ოპოზიციის ერთადერთი ხსნა არის რევოლუცია, თუმცა ამას ხალხის შესაბამისი რაოდენობა სჭირდება, რაც მათ არ აქვთ.

„საპარლამენტო არჩევნებმა ფაქტობრივად ქუჩაში გადმოინაცვლა და ყველასათვის ნათელი გახადა მოსალოდნელი შედეგები. ეს ბუნებრივია, არ აწყობდა ოპოზიციას. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არჩევნებით გამარჯვებას ვერ შეძლებენ, ეძებენ პროვოკაციებს, რომ ქუჩა არიონ, მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევთ პოლიცია. რევოლუცია არის მათი ერთადერთი ხსნა, თუმცა, რევოლუციას ხალხის შესაბამისი რაოდენობა სჭირდება, რაც მათ არ ჰყავთ. ორდღიანი აქციებიდან ყველამ დაინახა, რომ ასობით ათასი ადამიანი უფლის გზას ირჩევს, ათობით ათასი კი უღმერთო პოლიტიკას. ძალა ხალხშია და ეს ძალა გადაარჩენს საქართველოს.
როდესაც ერი და ბერი ერთიანდება, გამარჯვება გარდაუვალია. ოპოზიციას კი უკან დასახევი გზა არა აქვს, ან უნდა მიჰყვნენ რევოლუციურ პროექტს, ან სახლებში წავიდნენ. შესაძლოა ბევრ მათგანს კიდეც უნდოდეს სახლში წასვლა, მაგრამ ვინ გაუშვებს? ამისთვის უხდიდნენ ფულს უცხოეთიდან? ისინი გააკეთებენ იმას, რასაც უბრძანებენ. ამიტომ, არეულობის მცდელობა ამიერიდან უფრო მეტი იქნება, ვიდრე აქამდე იყო. მარცხისთვის განწირული პოლიტიკა ცდილობს კუდი მოიქნიოს და ქვეყანას კიდევ ერთხელ ავნოს, მაგრამ გვჯერა, რომ ხელისუფლება ამის საშუალებას არ მისცემს,“ - წერს ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი