ლევან ნიკოლეიშვილი: სალომე ზურაბიშვილის პროვოკაციულ მიმართვას ჯარის პოლიტიზების სახიფათო და დაუშვებელი სურვილი ახლავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
93 30 აპრილი 2024, 12:56

რამდენად სამწუხარო და ამავდროულად სამარცხვინოა, რომ ამ ხალხის უმაღლეს მთავარსარდლად ითვლება სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც უმარტივესადაც კი არ აქვს გათვითცნობიერებული მისი უფლება-მოვალეობები, კონსტიტუციის მრავალგზის დამრღვევი, დესტრუქციული ძალებთან შეკრული, დღეს ბედავს და შავბნელ ძალებზე საუბრობს, თვითონ სწორედაც შავბნელ ძალებთან შეკრული და პოლიციის ცოცხლად დაწვის მცდელობისათვის დამნაშავის შემწყნარებელი, - ასე აფასებს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეზე სიტყვით გამოსვლას.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილს ჯარის პოლიტიზების მცდელობა ჰქონდა, რაც დაუშვებელია. ექსპერტის თქმით, დადგება დღე როდესაც ზურაბიშვილს მოუწევს გამოძიების წინაშე წარდგომა და პასუხის გაცემა იმ კითხვებზე, თუ ვისი დავალებით და რის საფასურად მოქმედებდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

„დღეს ქართული ჯარის დღეა, ქართული შეიარაღებული ძალების, თავდაცვის ძალების დღეა-იმ ძალებისა და იმ შემადგენლობის ჯარისკაცების, ოფიცრების და გენერლების ღირსების დღე, იმ ხალხის რომელიც კეთილსინდისიერად ემსახურებოდა და ემსახურება საქართველოს, მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ამ დღით ამაყობს ყველა ვისთვის სამშობლოს სამსახური წმინდათა წმინდა მოვალეობა და დიდი პატივია. რამდენად სამწუხარო და ამავდროულად სამარცხვინოა, რომ ამ ხალხის უმაღლეს მთავარსარდლად ითვლება სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც უმარტივესადაც კი არ აქვს გათვითცნობიერებული მისი უფლება მოვალეობები, კონსტიტუციის მრავალგზის დამრღვევი, დესტრუქციული ძალებთან შეკრული, დღეს ბედავს და შავბნელ ძალებზე საუბრობს, თვითონ სწორედაც შავბნელ ძალებთან შეკრული და პოლიციის ცოცხლად დაწვის მცდელობისათვის დამნაშავის შემწყნარებელი.

სალომე ზურაბიშვილის პროვოკაციულ სიტყვას და მიმართვას აშკარად ჯარის პოლიტიზების სახიფათო და ყოვლად დაუშვებელი სურვილი ახლავს, რამაც მისი ქართული ენის უცოდინარობაც კი გადაფარა, იმდენად აშკარა გახადა იმ სამარცხვინო და მზაკვრული სურვილის გაჟღერება, რომელიც მას როგორც ჩანს ქართულ ჯართან მიმართებაში გააჩნია. ალბათ, დადგება ის დროც, როდესაც ეს მავნებელი ქალბატონი შესაბამისი გამოძიების წინაშე წარდგება, სადაც მას იმ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს, თუ ვისი დავალებით და რის საფასურად მოქმედებდა ქართული სახელმწიფოსა და მის ინსტიტუტების წინააღმდეგ“, - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი