გიორგი ზერეკიძე: კოლექტიური ნაცები ზუსტად ისე იქცევიან, როგორც იქცეოდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს - ეს ხალხი ზნეს და ჩვეულებას არ და ვერ შეიცვლის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
96 29 აპრილი 2024, 18:22

კოლექტიური ნაცები ზუსტად ისე იქცევიან, როგორც იქცეოდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. როდესაც ძალაუფლება ჰქონდათ, მათგან განსხვავებულ ნებისმიერ აზრს უსწორდებოდნენ სასტიკად, ძალადობით, ხალხის ციხეში გამოკეტვით, სულდგმულობდნენ ბიზნესის რეკეტით, ოჯახების აწიოკებით, მათ მიერ გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ადამიანების შანტაჟით, მედიის განადგურებით, - ამის შესახებ გიორგი ზერეკიძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, 14 წლის ასაკში დააკავეს, სოციალურ ქსელში წერს.

ზერეკიძე აღნიშნავს, რომ კოლექტიური ნაცები ზნეს და ჩვეულებას არ და ვერ შეიცვლიან, მათი ხელისუფლებაში მოსვლის თეორიულად დაშვებაც კი ამ ქვეყანაში გაათმაგებულ ძალადობას, სისასტიკეს და სისხლისღვრას მოიტანს.

„კოლექტიური ნაცები ზუსტად ისე იქცევიან, როგორც იქცეოდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. როდესაც ძალაუფლება ჰქონდათ, მათგან განსხვავებულ ნებისმიერ აზრს უსწორდებოდნენ სასტიკად, ძალადობით, ხალხის ციხეში გამოკეტვით, სულდგმულობდნენ ბიზნესის რეკეტით, ოჯახების აწიოკებით, მათ მიერ გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ადამიანების შანტაჟით, მედიის განადგურებით. განსხვავება ერთშია, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, დღეს ამ მოძალადეებს აღარ აქვთ ძალაუფლება და იყენებენ იმ მეთოდებს, რაც შეუძლიათ, ბულინგს, ადამიანების, მათი ოჯახების შეურაცხყოფას, სიტყვიერ შანტაჟს. გადახედეთ მათ სტატუსებს ოცნების მხარდამჭერების, ბიზნესმენების, სასულიერო პირების მიმართ. გადახედეთ მათ ქცევას მედიის წარმომადგენლების მიმართ აქციებზე, იმ მედიების, რომლებიც მათ სამსახურში არ დგანან და სიმართლეს ემსახურებიან.

ეს ხალხი ზნეს და ჩვეულებას არ და ვერ შეიცვლის, მათი ხელისუფლებაში მოსვლის თეორიულად დაშვებაც კი ამ ქვეყანაში გაათმაგებულ ძალადობას, სისასტიკეს და სისხლისღვრას მოიტანს. ამიტომ დღეს ყველა ერთად უნდა ვიდგეთ და დავანახოთ ყველას თუ რა უნდა საქართველოს, რა უნდა ქართველ ხალხს!“ - წერს გიორგი ზერეკიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი