95
29 აპრილი 2024, 17:30
კოლექტიური ნაცები ზუსტად ისე იქცევიან, როგორც იქცეოდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. როდესაც ძალაუფლება ჰქონდათ, მათგან განსხვავებულ ნებისმიერ აზრს უსწორდებოდნენ სასტიკად, ძალადობით, ხალხის ციხეში გამოკეტვით, სულდგმულობდნენ ბიზნესის რეკეტით, ოჯახების აწიოკებით, მათ მიერ გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ადამიანების შანტაჟით, მედიის განადგურებით, - ამის შესახებ გიორგი ზერეკიძე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, 14 წლის ასაკში დააკავეს, სოციალურ ქსელში წერს.
ზერეკიძე აღნიშნავს, რომ კოლექტიური ნაცები ზნეს და ჩვეულებას არ და ვერ შეიცვლიან, მათი ხელისუფლებაში მოსვლის თეორიულად დაშვებაც კი ამ ქვეყანაში გაათმაგებულ ძალადობას, სისასტიკეს და სისხლისღვრას მოიტანს.
„კოლექტიური ნაცები ზუსტად ისე იქცევიან, როგორც იქცეოდნენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს. როდესაც ძალაუფლება ჰქონდათ, მათგან განსხვავებულ ნებისმიერ აზრს უსწორდებოდნენ სასტიკად, ძალადობით, ხალხის ციხეში გამოკეტვით, სულდგმულობდნენ ბიზნესის რეკეტით, ოჯახების აწიოკებით, მათ მიერ გადაღებული პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ადამიანების შანტაჟით, მედიის განადგურებით. განსხვავება ერთშია, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებით, დღეს ამ მოძალადეებს აღარ აქვთ ძალაუფლება და იყენებენ იმ მეთოდებს, რაც შეუძლიათ, ბულინგს, ადამიანების, მათი ოჯახების შეურაცხყოფას, სიტყვიერ შანტაჟს. გადახედეთ მათ სტატუსებს ოცნების მხარდამჭერების, ბიზნესმენების, სასულიერო პირების მიმართ. გადახედეთ მათ ქცევას მედიის წარმომადგენლების მიმართ აქციებზე, იმ მედიების, რომლებიც მათ სამსახურში არ დგანან და სიმართლეს ემსახურებიან.
ეს ხალხი ზნეს და ჩვეულებას არ და ვერ შეიცვლის, მათი ხელისუფლებაში მოსვლის თეორიულად დაშვებაც კი ამ ქვეყანაში გაათმაგებულ ძალადობას, სისასტიკეს და სისხლისღვრას მოიტანს.
ამიტომ დღეს ყველა ერთად უნდა ვიდგეთ და დავანახოთ ყველას თუ რა უნდა საქართველოს, რა უნდა ქართველ ხალხს!“ - წერს გიორგი ზერეკიძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |