ანრი ოხანაშვილმა რეგლამენტის დარღვევისთვის კომიტეტის სხდომიდან სალომე სამადაშვილიც გააძევა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
113 29 აპრილი 2024, 11:40

ქრისტიანი ქართველისთვის ჯვარი, ხატი და ეროვნული დროშა უდიდესი სიწმინდეებია, რომლის დასაცავად მრავალს გაუწირავს თავი, ნაცსექტანტისთვის ესაა ფული და გაბრუების საშუალება, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, ოპოზიციის ორგანიზებული აქციის ერთ-ერთი მონაწილე როგორ აფენს დროშას ასფალტზე, რომელსაც სამართალდამცავი იღებს და უკან აწვდის მას.

აბაშიძის განცხადებით, რადიკალები სამართალდამცველების დემონიზებას აქტიურად ცდილობენ, თუმცა, ისინი საქართველოს სახელმწიფოებრიობის დამცველები არიან.

„ქრისტიანი ქართველისთვის ჯვარი, ხატი და ეროვნული დროშა უდიდესი სიწმინდეებია, რომლის დასაცავად მრავალს გაუწირავს თავი, ნაცსექტანტისთვის ესაა ფული და გაბრუების საშუალება.
თუ ასეთი პატრიოტები არიან, ასფალტზე მაინც დაწვნენ ეს უსამშობლოები და სიმბოლურად მაინც შეუშალონ ხელი სპეცრაზმის კანონიერ ქმედებებს. მაგრამ ეს არ მოხდება, ლაჩარი და გარეწარი სააკაშვილის ადეპტი მისგან არაფრით განსხვავდება. ჩვენი საამაყო სამართალდამცველნი, რომელთა დემონიზებას უსუსურად ცდილობენ „კლავიატურის ვირთაგვები“ და „ქაღალდის ვეფხვები“, არიან და იქნებიან საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთგული დამცველნი“, - წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი