დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
106 29 აპრილი 2024, 09:55

ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი შეფასებით, საქართველოსთან მიმართებაში, „გლობალური ომის პარტიიდან,“ ევროპელი პოლიტიკოსები შეცდომას უშვებენ.

„სამშობლოს სიყვარული არა მხოლოდ სადღეგრძელოში ითქმება ან სოციალურ ქსელში იწერება, არამედ იქ, სადაც მთელი ერი საქართველოს დასაცავად აპირებს დგომას - შენც იქ უნდა დადგე. დასავლელი პოლიტიკოსები, "გლობალური ომის პარტიიდან" საქართველოსთან მიმართებაში შეცდომას უშვებენ. ჯერ შავი ფულით განიზრახეს ვაჭრობა ღირსების „შესასყიდად" და როდესაც ამაზე მტკიცე უარი მიიღეს, ისევ ფულით ვაჭრობა გააგრძელეს და პოლიტიკოსებს სანქციებით დაგვემუქრნენ.

საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან. ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის. სამშობლოს დასაცავად გელით მთავარ პოლიტიკურ მოედანზე. დიდება საქართველოს!“ - წერს დიმიტრი ხუნდაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი