ნანა კაკაბაძე - მიმდინარეობს ნიადაგის მომზადება არჩევნების წინ ისეთი სიტუაციის წარმოჩენისთვის, რომ ყველა, ვინც ხელისუფლების მომხრეა, ავტომატურად პრორუსია, ხოლო ხელისუფლების ყველა მოწინააღმედეგე - პროევროპელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
145 27 აპრილი 2024, 21:21
"სრულიად ნათელია, რომ 25 აპრილის ევროპარლამენტის რეზოლუციაც, მანამდე თბილისში ჩატარებული საპროტესტო აქციებიც, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველდღიური განცხადებებიც და ე. წ. რუსულ კანონთან დაკავშირებული ყველა უცხოელის განცხადება იყო სინქრონიზირებული და მიმართული  საქართველოს ხელისუფლების დამხობისთვის ნიადაგის შესამზადებლად," - ფეისბიქ გვერდზე წერს "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე.

"ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა,  მხოლოდ ძალისმიერი მეთოდებით არ ხდება. მიმდინარეობს  ნიადაგის მომზადება  არჩევნების წინ ისეთი სიტუაციის წარმოჩენისთვის, რომ ყველა, ვინც ხელისუფლების მომხრეა, ავტომატურად პრორუსია, ხოლო ხელისუფლების ყველა მოწინააღმედეგე - პროევროპელია. 

ასეთი აღქმის დახატვას ადგილზე ამზადებენ ნაცები და მათი ანასხლეტები. ხოლო ორგანიზებას უწევენ ის ლობისტი დასავლელი ბიძიები და დეიდები, რომლებიც ვერ ეგუებიან საქართველოში დამოუკიდებელი ხელისუფლების არსებობას და ცდილობენ იმ ანტიდემოკრატიული, ფაშისტური რეჟიმის რეანიმაციას, რომელიც გამოცდილი ჰყავთ, ყველა დავალების მონურად შესრულებაში. ამის გამო  უწოდებდნენ მათ „დემოკრატიის შუქურას“.

დღესაც ყველანაირად უჭერენ მხარს იგივეს და ემზადებიან არჩევნების შედეგების არაღიარებით და ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების დაწყებაზე უარის თქმით ქართველი ხალხი აუჯანყონ ოცნების ხელისუფლებას.

29 აპრილის აქციით ხელისუფლება ცდილობს ყარტა-ყურტა ოპოზიციასა და ზომბირებული ხალხის გარედან  მმართველებს  გააგონოს  ქართული საზოგადოების  ხმა და აჩვენოს, თუ ვინ არის საქართველოში  უმრავლესობა და ვის შეუძლია ილაპარაკოს ქართველი ხალხის სახელით.

როგორც ანალიტიკოსები ამტკიცებენ, დაახლოებით თვენახევარში ევრო სტრუქტურებში იცვლება როგორც ძალთა თანაფარდობა, ასევე  მმართველობა.თუ ეს ასე იქნა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს რეზოლუცია იყო ლიბერასტული ძალების ბოლო გაფართხალება. ამ ძალას მალე მოუწევს ოპოზიციაში გადაბარგება ისევე, როგორც საქართველოში მოუწიათ, მათ  პაიკებს. დიდ ევროპას არ  დაჭირდება იმ დათმობაზე წასვლა ფაშისტებთან, რაც პატარა საქართველოს ხელისუფლებას მოუწია. იმედია, ევროპის ახალი მმართველობა კოჰაბიტაციას არ გამოუცხადევს მექრთამე კრიმინალებს, მალევე  გაირკვევა, ვინ რამდენი და ვისგან აიღო იმ ბინძურ რეზოლუციებსა თუ განცხადებებში, რომელსაც ისინი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ თხზავენ. ფარდა აეხდება ასევე ბევრ ისეთ შავბნელ თემებს, რომელთა შესახებ არ გაგვიგია ან ყურმოკვრით გვაქვს გაგებული. ეს დადებითად იმოქმედებს იმ  დაბნეული მოქალაქეების გამოფხიზლებაზე, რომელთაც გულწრფელად დაიჯერეს, რომ ბრძოლა ჩვენი სიკეთისათვის მიდიოდა. რომ ევროპის და ამერიკის მმართველებს უნდოდათ ჩვენთვის კარგი ხოლო ჩვენ და ჩვენს მიერ არჩეულებს კი ცუდი. გამოჩნდება ბევრი შავი ლაქები, რომელიც შეცვლის პოლიტიკურ დღის წესრიგსაც. ოპოზიციურ მედიებსაც, მოუწევთ გაშუქება და დისკუსიების დაწყებაც, ბევრ ისეთ საკითხებზე, რომლებიც დღეს ტაბუირებულია, ან არ არის მოდაში. 

ყველაფერს თავი რომ  დავანებოთ, რეზოლუციაში  მოთხოვნილი,  „პოლიტპატიმარი“ მიშას გათავისუფლება, „ოლიგარქი“ ბიძინას დასანქცირება, ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონების არმიღება, ქართული საზოგადოებისათვის სილის გაწნაა, ვინაიდან   მოქალაქეთა  უმრავლესობა მიშას სისხლის სამართლის დამნაშავედ, ხოლო ბიძინას დიდ ქველმოქმედად მიიჩნევს. ყველასათვისაა ცნობილი, რომ  უმრავლესობა ასევე ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგი და  ქვეყანაში მოქმედი ყველა ორგანიზაციის გამჭვირვალობის დაწესების მომხრეა. 

დიახ, ჩვენ გვინდა ისეთი ევროპა და  ევროპული ღირებულებები, სადაც სადისტს და დიქტატორს დემოკრატს არ ეძახიან, გაუკუღმართებული ცხოვრების წესს თავს არ მოგახვევენ და გამჭვირვალობის გზით სახელმწიფოს დაცვა, მარტო საკუთარი  ქვეყნისთვის კი არა, ყველასთვის ერთნაირად უნდათ. 

29 აპრილს, სწორედ ჩვენი ეს განწყობა უნდა დავანახოთ ევროპული ღირებულებების გამმრუდებელ, მაგრამ ევროპის სახელით მოლაპარაკე იმ  ოდიოზურ და კორუმპირებულ ოციოდე ევროპარლამენტარს, რომლებიც დანარჩენ გაუთვითცნობიერელ, ზედაპირულად მოაზროვნე  კოლეგებს ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ასეთ რეზოლუციებზე აწერინებენ ხელს," - წერს ნანა კაკაბაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი