ლაშა გეგეჭკორი: ნანა მალაშხია, „ქალი ევროკავშირის დროშით” ბევრს გვახსოვს აქციებიდან. იცით თუ არა, რომ ის თბილისის მერიაში მუშაობს? არც 2023 წლის, არც მიმდინარე აქციებში მონაწილეობისთვის მისთვის სიტყვა არავის უთქვამს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
158 27 აპრილი 2024, 15:37

ნანა მალაშხია-“ქალი ევროკავშირის დროშით” ბევრს გვახსოვს 2023 წლის მარტის აქციებიდან. იცით თუ არა, რომ ის თბილისის მერიაში მუშაობს? არც 2023 წლის, არც მიმდინარე აქციებში მონაწილეობისთვის მისთვის სიტყვა არავის უთქვამს, არ დაუშლიათ აქციებზე გამოსვლა და ა.შ. ეს მისი უფლებაა-ღიად გამოხატოს თავისი მოსაზრება,რომელსაც ამ შემთხვევაში, როგორც მისი თანამშრომლის, იცავს თბილისის მერი კახი კალაძე, - ამის შესახებ Facebook-ზე თბილისის მერიის თანამშრომელი ლაშა გეგეჭკორი წერს.

„ნანა მალაშხია-“ქალი ევროკავშირის დროშით” ბევრს გვახსოვს 2023 წლის მარტის აქციებიდან. ის პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა. ბოლო პერიოდშიც ხშირად ჩნდება აქციებზე, უფრო მეტიც-მან საჯარო მოხელეებს მოუწოდა “არ მიიღონ მონაწილეობა 29 აპრილის შეკრებაში და დადგნენ სწორ მხარეს.”

იცით თუ არა, რომ ის თვითონ გახლავთ საჯარო მოხელე და თბილისის მერიაში მუშაობს? არც 2023 წლის, არც მიმდინარე აქციებში მონაწილეობისთვის და არც ამ მოწოდებისთვის მისთვის სიტყვა არავის უთქვამს, არ დაუშლიათ აქციებზე გამოსვლა და ა.შ. ეს მისი უფლებაა-ღიად გამოხატოს თავისი მოსაზრება,რომელსაც ამ შემთხვევაში, როგორც მისი თანამშრომლის, იცავს თბილისის მერი კახი კალაძე.

თბილისის მერიაში არავის ყოფენ პოლიტიკური ნიშნით და ეს მაგალითი ერთ-ერთია. ჩვენთან თანამშრომელი მოვალეობის შესრულების ხარისხით ფასდება. მეც საჯარო მოხელე ვარ,თბილისის მერიაში ვმუშაობ და როგორც ის მხარე წერს,არავინ მაძალებს 29 აპრილს შეკრებაზე წასვლას. მივდივარ ჩემი აზრის დასაფიქსირებლად, რომ საქართველო ირჩევს მეგობრებს და არა-ბატონებს! მივდივარ იმიტომ, რომ მინდა საქართველოს მომავალი ბედი საქართველოში გადაწყდეს! თქვენ კი ამისთვის მოსყიდულს მეძახით. შეურაცხყოფას მაყენებთ, ძალით მიგათრევენო.

ცოტა “სტავკა” აგეწიათ, რით ვერ გამოხვედით ხახვი/კარტოფილის ნაციონალური ბადურიდან. არავინ დაგვაჯილდოებს ღირსების მედლით მე და ჩემნაირ ასიათასობით ადამიანს 29 აპრილის შეკრებაზე მისვლისთვის. არც გვინდა, ჩვენი სინდის-ნამუსი გვკარნახობს სად,როდის და რატომ მივიდეთ.

ბოლოს კი,როგორც €პარლამენტარი კუბილიუსი იტყოდა, “how are you my friends…”, - წერს ლაშა გეგეჭკორი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი