თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციური სპექტრის, განსაკუთრებით „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეგობრების მთავარი ამოცანაა არჩევნების შედეგი არ იყოს გაზიარებული და მიღებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
77 27 აპრილი 2024, 13:04

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი აცხადებს, რომ რადიკალური ოპოზიციის და მისი მომხრეების მიზანია არჩევნების შედეგების გაყალბებულად გამოცხადება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ქართველი ამომრჩეველი გაიზარდა და ოპოზიციას ავიწყდება, რომ მათი ხმებით მანიპულირება შეუძლებელია.

სწორედ ამიტომ, როგორც მეგრელიშვილი ამბობს, 29 აპრილის აქციაზე მოსული ადამიანების სიმრავლე კიდევ ერთხელ დაადასტურებს ამომრჩევლის ნდობას „ქართული ოცნებისადმი“, რაც მის ლეგიტიმაციას გაზრდის.

„ოპოზიციური სპექტრის, განსაკუთრებით ნაციონალური მოძრაობის და მისი მეგობრების ევროპაში, თუ მის გარეთ, მთავარი ამოცანა დღეს არის ის, რომ არჩევნების შედეგი (ძალიან კარგად იციან მათ რა შედეგიც დადგება) არ იყოს გაზიარებული და მიღებული. ქართული საზოგადოება, რომელიც 29 აპრილის აქციაზეც მივა, აჩვენებს, რომ მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია და ნდობის მანდატი ექნება. ეს გამოსვლა ჩვენს ძალებს გაამყარებს, რათა ადვილად არ მოხდეს იმ გეგმის შესრულება, რაც რადიკალებს აქვთ. ამ გეგმის ნაწილია მაგალითად ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს უპირისპირდებიან, ლგბტ პროპაგანდას ემხრობიან და ა.შ.

ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ქართველი ამომრჩეველი გაიზარდა, აღარ არის 2003 წელი, როცა სხვა მუხტით ვიყავით დამუხტულები, მაგრამ შევცდით და რეფორმების სახელით მივიღეთ მკვლელი რეჟიმი, რომელმაც სისხლიანი 9 წელი შემოგვთავაზა და ქართველი კაცი გაგვიუპატიურა, სხვა რომ არაფერი ვთქვათ“, - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი