ზურაბ ქადაგიძე: დღევანდელი ევროკავშირი ამერიკის ხელში არის ბუფერული ზონა რუსეთსა და ჩინეთს შორის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
105 27 აპრილი 2024, 00:00
დღევანდელი ევროკავშირი ამერიკის ხელში არის ჩვეულებრივი ბუფერული ზონა  რუსეთსა და ჩინეთს შორის. ამის დადასტურებაა მათი შიდა თუ საგარეო პოლიტიკა და ეკონომიკის მაჩვენებელი.“ - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა. 

მისი თქმით,  ახლა ბრძოლა მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთი ევროპულ ბაზარზე და კავკასიაში არ შევიდეს და ევროპაში მესამე, დიდი აქტორის როლი არ შეასრულოს. ამ გეოპოლიტიკურ ჯახში კი, ხელისუფლების ძალიან სწორი და პრაგმატული პოლიტიკის დამსახურებით, საქართველო ყველაზე მშვიდობიანი დერეფანი აღმოჩნდა. 

„ევროკავშირმა უნდა შეასრულოს ამერიკის უსაფრთხოებისთვის გარკვეული როლი. ამის ერთ-ერთი მაგალითია უკრაინაში ომის აფეთქება, რამაც შედარებით გაანეიტრალა აგრესორი რუსეთი, ახლა კი ბრძოლა მიდის იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთი ევროპულ ბაზარზე და კავკასიაში არ შევიდეს და ევროპაში მესამე, დიდი აქტორის როლი არ შეასრულოს. ამ გეოპოლიტიკურ ჯახში, ჩვენი ხელისუფლების ძალიან სწორი და პრაგმატული პოლიტიკის დამსახურებით, აღმოვჩნდით ყველაზე მშვიდობიანი დერეფანი. აფეთქდა ციმბირული მაგისტრალები, აფეთქდა ის სამხედრო მაგისტრალები, რაც ირანზე გადის და ხვალ რა იქნება, არავინ იცის; აფეთქებულია საზღვაო არხები და რჩება აზია-ევროპის დამაკავშირებელი ერთადერთი მწვანე გზა, რომელიც საქართველოზე გადის. ჩავთვალოთ, რომ ეს გზაც თუ „აფეთქდა“, ევროკავშირი ამერიკის ამარა დარჩება. ამისთვის მიდის ბრძოლა. კუბილიუსიც და ფოტიგაც ამ პროცესებში უბრალოდ შემსრულებლები არიან“, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი