ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე: ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობას, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
94 25 აპრილი 2024, 16:51
ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას, სადაც ევროდეპუტატები ევროკომისიისგან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, 29 აპრილის შეკრება ყველაზე მკაფიო გზავნილი იქნება მთელი მსოფლიოსთვის, თუ ვის და რას უჭერს მხარს ქართველი ერი.

„რეზოლუცია, სადაც ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას მოითხოვენ იმისათვის, რომ 2012 წლის შემდეგ საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების ხარჯზე იცავს საქართველოში მშვიდობასა და იბრძვის რეალური სუვერენიტეტისათვის, ხოლო მოითხოვენ სააკაშვილის უპირობო თავისუფლებას, რომელმაც შექმნა მოძალადე სისტემა, ჩაიდინა უამრავი დანაშაული და ნაბიჯ-ნაბიჯ გახადა ქვეყანა საგარეო ფაქტორებზე დამოკიდებული, თავისუფლად შეუძლიათ 400 ეგზემპლარად გადაამრავლონ, ჯერ ექვსად, მერე ოთხად, ბოლოს კი ორად გადაკეცონ და შეიტენონ ბალიშის ქვეშ, რომ ღამღამობით იკითხონ ხოლმე! 

მოკლედ, როდესაც არ სურთ რეალობა დაინახონ, დემონსტრირება უნდა მოუწყო. 

ჰოდა, 29 აპრილის შეკრება ყველაზე მკაფიო გზავნილი იქნება მთელი მსოფლიოსთვის, თუ ვის და რას უჭერს მხარს ქართველი ერი!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი