დავით ქართველიშვილი: ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს - ამით დასრულდა ზღაპარი მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემის თაობაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
101 25 აპრილი 2024, 14:47
„დღეს პუტინის რუსეთს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთეს - კრემლის მიერ 2008 წლის 26 აგვისტოს ოკუპაციის დე-ფაქტო ლეგიტიმაცია მოახდინეს ევროპარლამენტის დონეზე.“ - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

მისი თქმით, დღეს საქართველოს კიდევ ერთხელ ესროლეს ზურგში, მაგრამ, მიუხედავად ამ მორიგი ღალატისა, გამთლიანებულ მამულში ვერც ენასა და ვერც სარწმუნოებას ვერ მოერევიან.

„საქართველოს „დაუძინებელმა მეგობრებმა" პარტია EPP-დან ჩვენს ქვეყანაზე შური იძიეს და 22 აპრილით დათარიღებულ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ მოიხსენიეს. ასეთი ჩანაწერის ავტორებია: გალერი, იუკნევიჩიანე, მაკალისტერი, კუბილიუსი და კიდევ რამდენიმე ევროპარლამენტარი. 

ამით დასრულდა ზღაპარი მათ მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პატივისცემის თაობაზე. მათ დღეს პუტინის რუსეთს კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთეს - კრემლის მიერ 2008 წლის 26 აგვისტოს ოკუპაციის დე-ფაქტო ლეგიტიმაცია მოახდინეს ევროპარლამენტის დონეზე. სააკაშვილმა ამ ოკუპაციას ბიძგი მისცა, შემდეგ ევროპარლამენტის რეზოლუციაში საკუთარი ჯარი დაადანაშაულა რუსეთთან ომის დაწყებაში, დღეს კი, მედვედევის ოკუპაციის აქტს იმავე ევროპარლამენტში „მწვანე შუქი" აუნთეს.

ეს ყველაფერი კი მხოლოდ იმიტომ გააკეთეს, რომ მათი აგენტი სასჯელს იხდის, ხოლო საქართველო უარს აცხადებს საკუთარი ქვეყნის ფიზიკურ განადგურებაზე, სუვერენიტეტის დაკარგვაზე და ევროსაბჭოთა კავშირში ცალ ფეხზე ასკინკილათი შესვლაზე. დღეს საქართველოს კიდევ ერთხელ ესროლეს ზურგში. აი, ვინც ჩვენ რუსეთის მონებად გვაცხადებენ - იმათ ესროლეს. და მაინც, მიუხედავად ამ მორიგი ღალატისა, გამთლიანებულ მამულში ვერც ენასა და ვერც ჩვენს სარწმუნოებას ეს მოღალატე მონები ვერ მოერევიან...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი