მამუკა მდინარაძე: „ფეიკებით”, დეზინფორმაციით და ყველა ამორალური გზით ცდილობენ გავლენის მოხდენას - კიდევ უფრო ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, დამოუკიდებლობა და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
89 23 აპრილი 2024, 20:57

„ფეიკებით”, კონტექსტის დამახინჯებით, დეზინფორმაციით და ყველა ამორალური გზით ცდილობენ გავლენის მოხდენას, რომელმაც ჩემზე იმოქმედოს, ეს კი შეუძლებელია, მაგრამ დეზინფორმაციის მთელი სისტემა რომ მუშაობს, ხო ფაქტია?!, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

უმრავლესობის ლიდერი აღნიშნავს, რომ კიდევ უფრო ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, დამოუკიდებლობა, ჭეშმარიტი ევროპული გზა და დემოკრატია და გავაგრძელოთ სვლა წინ, სუვერენიტეტის განმტკიცების, დეოკუპაციის, ქვეყნის განვითარების და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის გზაზე.

„ვინმე თუ წარმოიდგენდა წლების წინ, რომ ადამიანი, რომელიც ორ კანონს, - გამჭვირვალობის და ოჯახური ღირებულებების შესახებ, საპარლამენტო განხილვაზე გამოიტანდა, წარადგენდა, ვინმეს განსაკუთრებული, კოორდინირებული თავდასხმების ობიექტი გახდებოდა? „ფეიკებით”, კონტექსტის დამახინჯებით, დეზინფორმაციით და ყველა ამორალური გზით ცდილობენ გავლენის მოხდენას, რომელმაც ჩემზე იმოქმედოს, ეს კი შეუძლებელია, მაგრამ დეზინფორმაციის მთელი სისტემა რომ მუშაობს, ხო ფაქტია?! ან ასეთი კანონების დაინიცირებისთვის, სანქციებით მუქარას თუ გაუბედავდა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს ვინმე, ამისი წარმოდგენა შესაძლებელი იყო? რა სანქცია, ჩვენი წინაპრები თავს წირავდნენ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის… როგორც ჩანს, აქამდეც მივედით და ამით კიდევ უფრო ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, დამოუკიდებლობა, ჭეშმარიტი ევროპული გზა და დემოკრატია, ოჯახური ღირებულებები, ქართული იდენტობა და ტრადიციები, ადამიანის უფლებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ, სუვერენიტეტის განმტკიცების, დეოკუპაციის, ქვეყნის განვითარების და ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობის გზაზე.

ჩვენთვის მარტივად არაფერი ხდება, მაგრამ მაინც ყოველთვის გამარჯვებულები გამოვალთ, მთავარია მართლები ვიყოთ საკუთარი სამშობლოს და მისი ღირსეული მომავლის წინაშე!

გელოდებით ყველას 29 აპრილს“, - წერს მამუკა მდინარაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი