ზურაბ ქადაგიძე: ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებენ, რატომ ცდილობს ფეხბურთელების მოტივაციის ამაღლებას, აქამდე სად იყოო - ივანიშვილი კვლავ გააგრძელებს სიკეთის კეთებას, ეს ხელმოცარული პოლიტიკოსები კი კვლავ ხელმოცარულებად დარჩებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
88 23 აპრილი 2024, 19:04

ხელმოცარული პოლიტიკოსები აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილს, ერთი თვის შემდეგ რატომ ცდილობს ფეხბურთელების მოტივაციის ამაღლებას, აქამდე სად იყოო, თითქოს მათ გაუკეთებიათ ოდესმე რაიმე ქართული სპორტისთვის, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, რითაც ფონდ „ქართუს” ქველმოქმედების შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკას პასუხობს.

მისივე თქმით, არცერთ ოპოზიციონერ დეპუტატს, მადლობა არ უთქვამს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა, ქართული რაგბისთვის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში თანამედროვე სტანდარტების ბაზა ააშენა, მადლობა არ უთქვამთ არაერთი სპორტის სახეობის, არაერთი სპორტული ფედერაციის, მაგალითად ჭიდაობის, ქართული ჭადრაკის და სპორტის თითქმის ყველა სახეობის დაფინანსებასთან დაკავშირებითაც.

„ხელმოცარული პოლიტიკოსები აკრიტიკებენ ბიძინა ივანიშვილს, მატჩიდან ერთი თვის შემდეგ რატომ ცდილობს ფეხბურთელების მოტივაციის ამაღლებას, აქამდე სად იყოო, თითქოს მათ გაუკეთებიათ ოდესმე რაიმე ქართული სპორტისთვის.

როცა სპორტის დაფინანსებაზეა საუბარი, არცერთ მათგანს, არც ერთხელ არ უთქვამს მადლობა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა, ქართული რაგბისთვის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში თანამედროვე სტანდარტების ბაზა ააშენა, არ უთქვამთ მადლობა იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონი ბიძინას ფონდმა 100 მილიონ ლარზე მეტით, წლების განმავლობაში ჩვენი მორაგბეები დააფინანსა, რათა შექმნილიყო მათთვის შესაბამისი პირობები, რასაც დღემდე აგრძელებს. ამ საქმისთვის რაგბის საერთაშორისო საბჭომ დააჯილდოვა კიდეც ბატონი ბიძინა. არ უთქვამთ მადლობა არაერთი სპორტის სახეობის, არაერთი სპორტული ფედერაციის, მაგალითად ჭიდაობის, ქართული ჭადრაკის და სპორტის თითქმის ყველა სახეობის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილი და მისი ფონდი კვლავ გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში ლომის წვლილის შეტანას და სიკეთის კეთებას მრავალი მიმართულებით, ეს ხელმოცარული პოლიტიკოსები კი კვლავ ხელმოცარულებად დარჩებიან“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი