დავით ქართველიშვილი: მე მგონი ილიასეული ტრიადიდან, სარწმუნოების შემდეგ - ენაც ამოვარდნილია უკვე: ან ვეღარ კითხულობენ, ან წაკითხულიდან ელემენტარული აზრის გამოტანა უჭირთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
99 23 აპრილი 2024, 17:56

მე კი ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს მოგებას, ხოლო რა გამოყენებას მოუძებნიან ისინი დამსახურებულ ფულად ბონუსებს - თავად გადაწყვიტონ, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს.

მისივე თქმით, საფეხბურთო ნაკრებების კერძო ფონდების მხრიდან ფულადი წახალისება, მიღებული საერთაშორისო პრაქტიკაა და ამაში არაფერი არ არის გასაკვირი.

„ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებენ ეს უსამშობლო მანქურთები, თითქოს ამ წამს, ახლა, ფონდი „ქართუ" რაღაც "ლოიალობის" შეძენის საფასურად ქართველი ფეხბურთელების "პოლიტიკურ" მოსყიდვას ცდილობს. მე მგონი ილიასეული ტრიადიდან, სარწმუნოების შემდეგ - ენაც ამოვარდნილია უკვე, ან ვეღარ კითხულობენ, ან წაკითხულიდან ელემენტარული აზრის გამოტანა უჭირთ.

ახლა არაო!!! აქციის მიმდინარეობისას - არაო!!! ქვეჯგუფიდან თუ გავლენ - მაშინო!!! თანაც, ფეხბურთისთვის რა სიმბოლური ფულადი პრიზია: 11 მილიონი ევრო (ეკვივალენტით ლარებში), და ასეთივე თანხა ფლეი-ოფში გასვლისას თითოეული მოგებული თამაშისთვის!
პოლიტიკური შიზოფრენიით შეპყრობილებს გამოსავლის სახით ვჩუქნი ორ ალტერნატიულ ვარიანტს:
პროტესტის ნიშნად, ნაკრებმა შეიძლება წააგოს ჯგუფში ყველა თამაში, სპეციალურად, რომ აირიდოს ეს „სამარცხვინო" ფულადი ჯილდო, ან „ჯონ ლენონის" გზას დაადგეს, რომელმაც ჯერ მიიღო ბრიტანეთის დედოფლის ხელიდან საპატიო ორდენი, ხოლო ვიეტნამის ომის მხარდაჭერის გაპროტესტების გამო - შემდგომ დააბრუნა იგი.

მე კი ვუსურვებ ჩვენს ფეხბურთელებს მოგებას, ხოლო რა გამოყენებას მოუძებნიან ისინი დამსახურებულ ფულად ბონუსებს - თავად გადაწყვიტონ. იმის დასტურად, რომ საფეხბურთო ნაკრებების კერძო ფონდების მხრიდან ფულადი წახალისება, მიღებული საერთაშორისო პრაქტიკაა - ამ პოსტს საინტერესო „ქარდებსაც" მივაყოლებ,“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი