ზურაბ ქადაგიძე ფონდ „ქართუს“ ქველმოქმედებაზე: ქართული სპორტი, კულტურა, არქიტექტურა, მეცნიერება და უამრავი მოქალაქე გადაარჩინა ბიძინა ივანიშვილმა და არასდროს უკან არ მოუთხოვია სარგებელი - ძალიან კარგია, რომ ამხელა მოტივაციას უჩენს ფეხბურთელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
86 23 აპრილი 2024, 15:34
„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ფონდი „ქართუს“ გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლის თანახმად ფონდი ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის, საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის კი დამატებით 30 მლნ ლარით დააჯილდოებს.
ქადაგიძის თქმით, ძალიან კარგია, რომ ბიძინა ივანიშვილი მოტივაციას უჩენს ფეხბურთელებს და რომ სპორტის ეს სახეობაც არანაკლებ წარმატებული იქნება როგორც რაგბი, რადგან “ბორჯღალოსნების” მაგალითზე შეგვიძლია დავასკვნათ თუ რას ნიშნავს მზრუნველი და ერთგული პარტნიორი ფონდი “ქართუს” სახით.
„ქართული სპორტი, კულტურა, არქიტექტურა, მეცნიერება და უამრავი მოქალაქე გადაარჩინა ბიძინა ივანიშვილმა და არასდროს უკან არ მოუთხოვია სარგებელი. დღეს, რომ სტადიონებზე გუბეები, თეატრებში ნესტი და კულტურული ძეგლების მაგივრად ქვა-ღორღი არ არის, სწორედ მისი დამსახურებაა. ძალიან კარგია, რომ ამხელა მოტივაციას უჩენს ფეხბურთელებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სპორტის ეს სახეობაც არანაკლებ წარმატებული იქნება როგორც რაგბი, რადგან “ბორჯღალოსნების” მაგალითზე შეგვიძლია დავასკვნათ თუ რას ნიშნავს მზრუნველი და ერთგული პარტნიორი ფონდი “ქართუს” სახით. აი, თქვენ კი სვავებო, ისევ იმავე ლეშზე ისხდებით სააკაშვილის სახით და იმავე ნაგვის ქექვა მოგიწევთ, როგორც 2012 წლიდან დღემდე!“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი