დავით ქართველიშვილი: პროგრამა მაქსიმუმი იყო მთელი ჩვენი მოსახლეობა ზომბირებულ ბიომასად გადაექციათ, რათა მხოლოდ სარწმუნოება კი არა, მამულიც და ენაც ამოეშალათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
130 22 აპრილი 2024, 16:18
ეს იყო პროგრამა მინიმუმი, რასაც დღეს ჩვენ რუსთაველზე ვხედავთ - საქართველო იმ უსახური ბიომასის ტერიტორიად უნდა გადაქცეულიყო, სადაც მშვენივრად მოვიდოდნენ უცხო ტომელები, თავისი გაუკუღმართებული ცხოვრების წესით, თავისი ტრანსგენდერული სულიერებით“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა მედიასთან საუბარში განაცხადა. 

მისი შეფასებით, იმ პროცესების მაქსიმუმი, რაც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, სარწმუნოებასთან ერთად, მამულისა და ენის ამოღებაც იყო ილიასეული მოძღვებიდან. 

„ტუმბლერი აზროვნების ჩატეხილ მდგომარეობაში აქვთ ჩარჩენილი. ეს გაკეთებული იყო წლების განმავლობაში, მიზანმიმართულად. ეს იყო პროგრამა მინიმუმი, რასაც დღეს ჩვენ რუსთაველზე ვხედავთ. პროგრამა მაქსიმუმი იყო მთელი ჩვენი მოსახლეობა იმ ზომბირებულ ბიომასად გადაექციათ, რომელსაც ამ ტრიადიდან, მხოლოდ სარწმუნოება კი არა, მამულიც და ენაც უნდა ამოეგდო. საქართველო იმ უსახური ბიომასის ტერიტორიად უნდა გადაქცეულიყო, სადაც მშვენივრად მოვიდოდნენ უცხო ტომელები, თავისი გაუკუღმართებული ცხოვრების წესით, თავისი ტრანსგენდერული სულიერებით, მრავალფეროვანი გენდერებით და ა.შ. გამორიცხულია, ახალგაზრდების პირობითად 10%-ს, რომელიც აქციებში მონაწილეობს, რაღაც დაუმტკიცო. ახალგაზრდების დანარჩენ 90%-ს თუ დაუჯდები და აუხსნი, ძალიან კარგად ესმის, რომ გამორიცხულია შევადაროთ ის 10 წელიწადი [წინა ხელისუფლების მმართველობის] ამ 10 წელიწადს [ქართული ოცნების მმართველობას]“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი