ზაალ ანჯაფარიძე: საკმარისი იყო ხელისუფლების და მისი მხარდამჭერთა აქცია გამოცხადებულიყო, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და NGO-ებმა წინმსწრებად დაიწყეს აქციის მონაწილეთა შეურაცხყოფა ყველაზე ბინძური მეთოდებით - სწორედ ეს ართმევს შანსს რადიკალურ ოპოზიციას და მათ შიდა თუ გარე მხარდამჭერებს, რომ ხალხის ნდობა მოიპოვონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
110 22 აპრილი 2024, 15:21
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, "ქართული ოცნების" 29 აპრილს გასამართ საერთო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით, რადიკალური ოპოზიციის და მასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქციებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ანჯაფარიძის განცხადებით, ცალკეული გამონაკლისების გარდა, ხელისუფლების წარმომადგენლებს, "გამჭვირვალობის კანონის" მოწინააღმდეგეების მისამართით ღია შეურაცხყოფა არ გამოუთქვამთ. ამის საპირისპიროდ, ექსპერტის თქმით, რადიკალებმა, მმართველი გუნდის აქციის დაანონსებისთანავე დაიწყეს აქციის მონაწილეთა შეურაცხყოფა ყველაზე ბინძური მეთოდებით.

"მიაქციეთ ყურადღება, ხელისუფლების ოფიციალურ პირებს, ცალკეული გამონაკლისები თუ არის ისინი არ ჩაითვლება, არცერთ კომენტარში თუ ფბ-პოსტში არ მიუყენებიათ ღია შეურაცხყოფა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეებისათვის.

საკმარისი იყო ხელისუფლების და მისი პოლიტიკის მხარდამჭერთა აქცია გამოცხადებულიყო, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მათთან აფილირებულმა NGO-ებმა წინმსწრებად დაიწყეს აქციის მონაწილეთა შეურაცხყოფა ყველაზე ბინძური მეთოდებით. 

სწორედ ეს გახლავთ, ის რაც რადიკალურ ოპოზიციას და მათ შიდა თუ გარე მხარდამჭერებს, ართმევს შანსს რომ ხალხის ნდობა მოიპოვონ. ნდობის გარეშე კი ვერც ხელისუფლებაში მოვლენ. რა გზა რჩებათ? ... ვფიქრობ თავადაც ხვდებით კარგად" - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი