ედიშერ გვენეტაძე “გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეებზე - აშკარაა "ქურდებს თავზე, ქუდები ეწვით", ამიტომაც არიან ასე ორკესტრირებულად აღრიალებულნი და დასახმარებლად უხმობენ თავიანთ დამფინანსებელ მამებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
113 20 აპრილი 2024, 17:34
ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ "ერთადერთი გაუმჭვირვალე სფერო, დეკლარაციის დონეზეც კი რომ არ უნდათ გამჭვირვალობა, არის "ენჯეო" სექტორი და მედიასაშუალებები".
“ნათქვამია: "წიწაკა ვინაც ჭამა, პირი იმას ეწვისო"! ასეა ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი აქვთ ნაჭამი ჩვენს სახელმწიფოში ჩაბუდებულ მეხუთე კოლონას. იგივე ენჯეოთა გარკვეულ, ახლა ქუჩაში გამოსულ, ნამეტნევად გაცხარებული ნაწილს.
ამიტომაც სავსებით მართალია ბ-ნი მდინარაძე, აშკარაა "ქურდებს თავზე, ქუდები ეწვით" და ამიტომაც არიან ასე ორკესტრირებულად აღრიალებულნი და დასახმარებლად უხმობენ თავიანთ დამფინანსებელ მათგან უკანვე უკვე მრავალჯერ "დაატკატებულ" მამებს, რომელთაც თავის მხრივ თავიანთი გასაჭირი აქვთ, ვინაიდან პრეზიდენტის სავარძელზე უკვე მკაფიოდ გამოჩნდა ტრამპის ჩრდილი, რომელიც ითხოვს მოსვლისთანავე ქვეყნიდან გასული ყველა ცენტის გამოკვლევა-გაკონტროლებას. ამიტომაც დარბიან გაღმა-გამოღმიდან დავალებამიცემული, გაავებულ-გავეშებული შარვლებიდან და პერანგებიდან ამომხტარი: ლომჯარიები, გიგაურები, მელიები, გვარამიები....და მათზე აყოლილი ზოგი თავისი გულწრფელობით გაბრიყვებული, ზოგი კი ნამეტნევად ფულმოყვარული ახალგაზრდა. დებენ რაღაც ფიცებს, მტკიცებს, რომლის გაცნობის დროსაც კაცს გაგახსენდება პერიფრაზირებულ-მოდერნიზებული უკვდავი ანდაზა: "ფიცი მწამს, მაგრამ ფული მაკვირვებსო!”- წერს ედიშერ გვენეტაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი