თამარ ჩიბურდანიძე: ილიას სიტყვების შეცვლა არ გაუბედავთ თვით კომუნისტებსაც კი საბჭოთა პერიოდში. ეს ვერ გაბედა ვერავინ უსამშობლო და უღმერთო ხალხის გარდა! აი, რას აფინანსებენ შავი ფულით დასავლეთიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
88 20 აპრილი 2024, 17:25

ურწმუნო კაცი ვერასოდეს მიხვდება, რა უსუსურია ღმერთის გარეშე. ისევე, როგორც ვერ ხვდება ჩვენი ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები აქციაზე, რომ უკვე მწარედ წააგეს," - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და დასძენს, რომ საკუთარ სამშობლოსთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია და ვერც ვერასოდეს მოიგებენ.

თამარ ჩიბურდანიძე ეხმიანება თბილისი პრაიდის ხელმძღვანელის გიორგი თაბაგარის მცდელობას „ენა, მამული, ერთობით" შეცვალოს ილია ჭავჭავაძის მოწოდება „ენა, მამული, სარწმუნოება“ და შესაბამისად, გახადოს ის პოპულარული.

„ესეც კი გაბედეს! ეს უკვე განგაშია! ილიას სიტყვების შეცვლა არ გაუბედავთ თვით კომუნისტებსაც კი საბჭოთა პერიოდში. ეს ვერ გაბედა ვერავინ უსამშობლო და უღმერთო ხალხის გარდა! აი, რას აფინანსებენ შავი ფულით დასავლეთიდან! აი, რისი გამჭვირვალობა არ სურთ, რატომ ეშინიათ! საქართველოს სულს ართმევენ! რწმენას ართმევენ!

ურწმუნო ქართველი მონაა, რასაც ვხედავთ ამ დღეებში რუსთაველზე. ურწმუნო და უღმერთო თაობა გაგვიზარდეს უცხოური ფულით და ეს თაობა სურთ დღეს დროშად აქციონ.

ურწმუნო კაცი ვერასოდეს მიხვდება, რა უსუსურია ღმერთის გარეშე. ისევე, როგორც ვერ ხვდება ჩვენი ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები აქციაზე, რომ უკვე მწარედ წააგეს. საკუთარ სამშობლოსთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია და ვერც ვერასოდეს მოიგებს!“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი