ეკა სეფაშვილი: კელი დეგნანს ვურჩევ, სწორი ინფორმაცია მოიპოვოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
92 19 აპრილი 2024, 14:22
ვფიქრობ, რომ [კელი დეგნანი] აგენტია იქიდან გამომდინარე, რომ გლობალური ომის პარტიის დაკვეთებს ასრულებს“ - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა მედიასთან განაცხადა. 

სეფაშვილმა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის შესახებ საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს წინასწარი დათვლის შედეგები კვლავ არ გაყალბდება. 

„კელი დეგნანს ვურჩევ, რომ ისეთი ინფორმაცია მოიპოვოს, როგორიც საჭიროა. საარჩევნო მისიები ჩვეულებრივ მუშაობენ - ისინი ჩვენ მოვიწვიეთ, მით უმეტეს, გრძელვადიანი მისიები. იმედი მაქვს, რომ არჩევნებს პატიოსნად დააკვირდებიან და იგივე არ განმეორდება, როდესაც 2020 წელს ISFED-მა არჩევნების წინასწარი დათვლის შედეგები გააყალბა. ვფიქრობ, რომ [კელი დეგნანი] აგენტია იქიდან გამომდინარე, რომ გლობალური ომის პარტიის დაკვეთებს ასრულებს“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი