დიმიტრი ხუნდაძე „ხალხის ძალის“ წერილზე: ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ: ერთი - დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
132 19 აპრილი 2024, 11:21
ხალხის ძალის“ წერილს გამოეხმაურა პარტიის გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე. როგორც მან  ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წერილში საუბარია იმ საფრთხეებზე, რომლის თავიდან აცილება საქართველოს უმთავრესი ამოცანაა. 

დიმიტრი ხუნდაძე პოლიტიკურის გარდა ეკონომიკურ ასპექტებზეც საუბრობს და მიიჩნევს, რომ ევროპის ეკონომიკის შესამჩნევი სტაგნაციის საქართველოზე გავრცელების ალბათობაც ასევე უნდა იქნეს თავიდან აცილებული. 

 „სცენარის ნაწილი იყო, როდესაც შუაგულ ევროპაში რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი გაჩაღდა. ეს ევროპისთვის არ არის პირველი შემთხვევა - სამი ომი განიცადა 2008 წლის შემდეგ. 

თუ ბოლოდროინდელ ეკონომიკურ სურათს ვნახავთ, თავად ევროპის ეკონომიკა განიცდის სტაგნაციას, იმიტომ, რომ  2008 წლის შემდეგ მისი ეკონომიკა დღემდე მხოლოდ 10 პროცენტითაა გაზრდილი. თუ შევადარებთ ამერიკის ეკონომიკას, რომელიც ორჯერაა გაზრდილი, რა თქმა უნდა, დავინახავთ სურათს - ამ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ სქემაში ევროპამ საკმაოდ დიდი ზიანი მიიღო.

ასეთი ამოცანის წინაშე ვდგავართ ჩვენც: ერთი - დავიცვათ თავი, რომ არ გავეხვიოთ ომის ქარცეცხლში და არ მივიღოთ მეორე უკრაინიზაცია; მეორე - გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანა არ მივიყვანოთ ეკონომიკურ კრიზისამდე,“ განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი