გიორგი ვოლსკი: როდესაც რევოლუციურ პროცესებს უკეთებ ორგანიზებას, ეს ნიშნავს, რომ უპირისპირდები ეროვნულ ინტერესებს. ყველა, ვინც ამას ორგანიზებას უკეთებს, წინაპირობას ქმნის, რომ კვლავ რუსეთი აღმოჩნდეს მოგებულ მდგომარეობაში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
129 17 აპრილი 2024, 19:14
როდესაც რევოლუციურ პროცესებს უკეთებ ორგანიზებას, ეს ნიშნავს, რომ შენ უპირისპირდები ეროვნულ ინტერესებს. უფრო მეტსაც გეტყვით: ყველა, ვინც ამას ორგანიზებას უკეთებს, წინაპირობას ქმნის, რომ კვლავ რუსეთი აღმოჩნდეს მოგებულ მდგომარეობაში, - ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„პრემიერმა საკმაოდ ვრცლად ილაპარაკა ყველა დეტალთან დაკავშირებით, რაც კანონს და შექმნილ ვითარებას ეხება. ცოტა სხვა რაკურსიდან თუ შევხედავთ, მე მახსოვს ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია მაშინ, როდესაც მათივე შემუშავებული და საკმაოდ საინტერესო, საკმაოდ დახვეწილი საგზაო რუკა შეცვალა სააკაშვილმა იმ პერიოდში და გადაიტანა ეს ყველაფერი რუსეთის მიმართ გამოსვლებზე და ბრტყელ განცხადებებზე, პრაქტიკულად ჩაიშალა სამშვიდობო პროცესი, რომელსაც ევროკავშირი და აშშ უძღოდნენ წინ. შედეგი მივიღეთ ეს, დღეს რაც გვაქვს. ზუსტად იგივე შედეგი შეიძლება მივიღოთ, თუ ეს ჯახი სახელმწიფოს დაასუსტებს და მოარყევს.

ბოლო პერიოდში მეც და ჩემს კოლეგებს მქონდა შეხვედრები რამდენიმე ელჩთან და არსებობს ასეთი ეჭვი, რომ რუსეთისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არც ამ კანონის შინაარსს და საერთოდ არც ერთ გარემოებას - თუკი რეგიონში პროცესები წარიმართება მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ, ისინი გააკეთებენ იმ სვლებს, რომელიც თვითონ გააკეთეს 2008 წელს.

სად დარჩა, რომელ წიგნებში ჩაიწერა სააკაშვილის ვითომ ვაჟკაცური მოქმედებები? შედეგი მივიღეთ ის, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონები არის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ. დღესაც, დააკვირდით, დუგინის, მედვედევის განცხადებები, რომ ეს რა კარგი კანონია, გეგონება, ვინმე ეკითხებათ ამ კანონთან დაკავშირებული პერიპეტიების შესახებ. ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ კანონი, რომელსაც ვიღებთ, არც ერთი ნიშნით არაა ის, რომელიც აწყობს რუსეთს. როდესაც რევოლუციურ პროცესებს უკეთებ ორგანიზებას, ეს ნიშნავს, რომ შენ უპირისპირდები ეროვნულ ინტერესებს. უფრო მეტსაც გეტყვით: ყველა, ვინც ამას ორგანიზებას უკეთებს - მე არ მაქვს მხედველობაში ახალგაზრდების 90% ან შეიძლება მეტი, რომელიც იქ დგას - ყველა თამაშობს, წინაპირობას ქმნის, რომ კვლავ რუსეთი აღმოჩნდეს მოგებულ მდგომარეობაში“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი