ერეკლე გაგნიძე: ოპოზიცია ცდილობს ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას დღეს და კანონს „გამჭვირვალობის შესახებ“, გამჭვირვალობის, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია უწოდებს რუსულს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
88 17 აპრილი 2024, 18:20

უვიზო რეჟიმის მიღება, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, კანდიდატის სტატუსის მოპოვება... ეს ის უდიდესი ნაბიჯებია ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც იმ გუნდთან ერთად გადადგა საქართველომ, რომელსაც დღეს რუსული საქმის გამკეთებლებს ეძახიან ის ადამიანები, რომლებიც აგვისტოს ომის დროს დაადანაშაულეს ქართველი სამხედროები, გადასცეს უამრავი სტრატეგიული ობიექტი რუსებს და დღემდე აგრძელებენ იმ რუსულ საქმეს რასაც ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის დამყარების მცდელობა ჰქვია, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ერეკლე გაგნიძე.

გაგნიძის თქმით, სულ რაღაც ერთი თვის წინ ოპოზიციამ ევრონესტის ასამბლეაზე მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს, სუვერენიტეტს და რუსეთის აგრესიას შეეხებოდა. მანვე აღნიშნა, რომ სწორედ ეს ხალხი ცდილობს ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას დღეს და კანონს „გამჭვირვალობის შესახებ“, გამჭვირვალობის, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია უწოდებს რუსულს.

„კონსტიტუციურმა ორგანოებმა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა, ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“. საქართველოს მომავალი რომ ევროპაშია ამაზე ორი აზრი არ არსებობს, რასაც კონსტიტუციაში შეტანილი ეს მუხლიც ცხადყოფს. უვიზო რეჟიმის მიღება, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, კანდიდატის სტატუსის მოპოვება. ეს ის უდიდესი ნაბიჯებია ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც იმ გუნდთან ერთად გადადგა საქართველომ, რომელსაც დღეს რუსული საქმის გამკეთებლებს ეძახიან ის ადამიანები, რომლებიც აგვისტოს ომის დროს დაადანაშაულეს ქართველი სამხედროები, გადასცეს უამრავი სტრატეგიული ობიექტი რუსებს და დღემდე აგრძელებენ იმ რუსულ საქმეს რასაც ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის დამყარების მცდელობა ჰქვია.

სულ რაღაც ერთი თვის წინ ჩვენმა ოპოზიციამ ევრონესტის ასამბლეაზე მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, სუვერენიტეტს და რუსეთის აგრესიას შეეხებოდა. სწორედ ეს ხალხი ცდილობს ახალგაზრდების შეცდომაში შეყვანას დღეს. და კანონს გამჭვირვალობის შესახებ, გამჭვირვალობის, რომელიც დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია უწოდებს რუსულს. საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, - წერს ერეკლე გაგნიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი