119
17 აპრილი 2024, 16:14
როგორც პროფესორი აღნიშნავს, ევროპის საკითხი კი არ დგას დღეს, საკითხი დგას აგენტურის და ომში ჩათრევის საკითხი.
მისივე თქმით, თუ სუვერენულობას დაკარგავ, თუ გარედან მართვაზე გადაგიყვანეს, გამოგიყენებენ ისე როგორც ჩათვლიან საჭიროდ. დღეს კი ყველაზე მეტად სჭირდებათ ჯარისკაცები.
„ვინმე რომ გკითხავთ ევროკავშირში შესვლა გინდათ თუ არაო, უპასუხეთ ის რასაც ფიქრობთ, რომ გინდათ. სწორედ მაგიტომ გვჭირდება გამჭვირვალეობის კანონის მიღება. თუ კანონს არ მივიღებთ, თუ აგენტურა ომში ჩაგვითრევს, ომში ჩათრეულ ქვეყანას არსად არ მიიღებენ.
არა აგენტურას, არა ომს, კი გამჭვირვალეობის კანონს და კი ევროინტეგრაციას.
ევროპის საკითხი კი არ დგას დღეს, საკითხი დგას აგენტურის და ომში ჩათრევის საკითხი. თუ სუვერენულობას დაკარგავ, თუ გარედან მართვაზე გადაგიყვანეს, გამოგიყენებენ
ისე როგორც ჩათვლიან საჭიროდ. დღეს კი ყველაზე მეტად სჭირდებათ ჯარისკაცები.
არ უნდა გაბითურდე და არავის არ უნდა გამოაყენებინო თავო. თორემ ევროკავშირი კი არა, ჩვარივით გადაგაგდებენ.“- წერს ლევან ჭოტორლიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |