ედიშერ გვენეტაძე: 26 მარტის შემდეგ მეორედ გაგვახარეს ჩვენმა ნაკრების ფეხბურთელებმა, თითქმის ყველამ დაწერა: საქართველოს გზა ევროპაშიაო - ჭეშმარიტად ასეა და ეს საქმით დასტურდება!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
120 17 აპრილი 2024, 13:57
დიახ, 26 მარტის შემდეგ მეორედ გაგვახარეს ჩვენმა ნაკრების ფეხბურთელებმა! სახელდობრ თითქმის ყველამ დაწერა: საქართველოს გზა ევროპაშიაო! ჭეშმარიტად, დიახ ეს ასეა! - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.
როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, საქართველოს ევროპისკენ მიმავალი გზის დადასტურებაა ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა, კანდიდატის სტატუსი და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
"დიახ 26 მარტის შემდეგ მეორედ გაგვახარეს ჩვენმა ნაკრების ფეხბურთელებმა! სახელდობრ თითქმის ყველამ დაწერა: საქართველოს გზა ევროპაშიაო! ჭეშმარიტად, დიახ ეს ასეა! ეს საქმით დასტურდება და ამის დამადასტურებელია ის, რომ 2013 წლიდან დღემდე საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოციაციის წევრობის ხელშეკრულებას! გაფორმდა ხელშეკრულებები: ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის! ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებ! და ბოლოს მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი! მაშასადამე საქმე კარგად მიდის და ევროპა ჩვენგან მოითხოვს დემოკრატიის სხვა პრობლემურ საკითხებთან ერთად ყველა სფეროს გამჭვირვალეობას! დარწმუნებული ვარ ამიტომაც უჭერენ ჩვენი ფეხბურთელები მხარს საქართველოს ევროპულ გზას!" - წერს ედიშერ გვენეტაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი