დავით ქართველიშვილი საბა ინწკირველს: პონტოელი პილატესავით „ხელები დაგიბანიათ“ და „ტრანსგენდერთა სულიერების ქვეყნიდან“ ჩვენს სამშობლოში თავისუფლებისა და ღმერთის დაცვაში დღეს ასე აქტიურად გვიშლით ხელს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
122 17 აპრილი 2024, 11:50

გვესმის, რომ არ ხართ მარტო - თქვენს გვერდითაა პეტრე ცაავა, ილია ჭიღლაძე, თამაზ ლომიძე, ზაზა თევზაძე, პეტრე კვარაცხელია და ა.შ. მაგრამ მივმართავ დანარჩენებსაც - ნუ იტანჯებით! მიბაძეთ საბა ინწკირველს! გამოდით კულუარებიდან, ხომ თვლით რომ თქვენი დრო დადგა! - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ამით ეხმიანება ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის საბა ინწკირველის მოწოდებას. ამ უკანასკნელმა, თავის მხრივ, მრევლს მიმართა და აღნიშნა, რომ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ გაწვევა გონივრული იქნებოდა.

„მოგიწოდებთ დანარჩენებსაც - ეს ეპისკოპოსიც დიდი ხანია წვალობს და არაჰუმანურია, საკუთარ თავში წლობით მალავდე იმას, რითაც ათასობით ადამიანი შეგყავს შეცდომაში. ერთსაც კი ნუ დააბრკოლებო - ბრძანებს უფალი, აქ კი რამხელა აუდიტორია გელოდება! ამერიკაში ბრძანდებით და უშედეგოდ ველოდებოდი თქვენს თანადგომას იმ ამერიკელი ქრისტიანების მიმართ, ვისაც თქვენმა საამაყო პოლიტიკურმა გარემომ ქრისტეს აღდგომის დღესასწაული „ტრანსგენდერთა ხილვადობის ზეიმად“ ჩაანაცვლა. პონტოელი პილატესავით „ხელები დაგიბანიათ" და „ტრანსგენდერთა სულიერების ქვეყნიდან" ჩვენს სამშობლოში თავისუფლებისა და ღმერთის დაცვაში დღეს ასე აქტიურად გვიშლით ხელს. გვესმის, რომ არ ხართ მარტო - თქვენს გვერდითაა პეტრე ცაავა, ილია ჭიღლაძე, თამაზ ლომიძე, ზაზა თევზაძე, პეტრე კვარაცხელია და ა.შ. მაგრამ მივმართავ დანარჩენებსაც - ნუ იტანჯებით! მიბაძეთ საბა ინწკირველს! გამოდით კულუარებიდან, ხომ თვლით რომ თქვენი დრო დადგა! ჭკუა ასწავლეთ თქვენს მოხუცებულ პატრიარქს, ორ სკამზე ერთდროული ჯდომით გაგვაოცეთ! და კიდევ, თქვენს განცხადებაში, მეუფე, „უნდა აღვნიშნო“ გიწერიათ - „აღვნიშნო“ უნდა ყოფილიყო, შეასწორეთ“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი