თამთა მეგრელიშვილი: „ნაცმოძრაობის“ წევრს დევი ჭანკოტაძეს ოპოზიციური სპექტრი პოლიტიკურ ძელზე გააკრავს, რადგან, მან ოპოზიციის გეგმა გასცა - არის ინფორმაცია, რომ იგეგმება შეკრებილი ახალგაზრდებიდან ერთ-ერთის სიკვდილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
102 16 აპრილი 2024, 21:24

ესეც წამოცდენათა სერიიდან არის! „ნაციონალური მოძრაობის" წევრს დევი ჭანკოტაძეს დღეს ოპოზიციური სპექტრი პოლიტიკურ ძელზე გააკრავს, რადგან ამ კაცმა ოპოზიციის გეგმა ღიად გასცა, - ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, დევი ჭანკოტაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება.”

მეგრელიშვილის თქმით, არსებობს ინფორმაცია, რომ იგეგმება ერთ-ერთი ახალგაზრდის სიკვდილი, რათა მოქმედი ხელისუფლება „ააყირაონ”. ის ასევე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, გაფრთხილდნენ, ვინაიდან ოპოზიციისთვის მხოლოდ სატყუარას წარმოადგენენ.

“ესეც წამოცდენათა სერიიდან არის! „ნაციონალური მოძრაობის" წევრს დევი ჭანკოტაძეს დღეს ოპოზიციური სპექტრი პოლიტიკურ ძელზე გააკრავს, რადგან ამ კაცმა ოპოზიციის გეგმა ღიად გასცა. არის ინფორმაცია, რომ იგეგმება შეკრებილი ახალგაზრდებიდან ერთ- ერთი ახალგაზრდის სიკვდილი, რადგან ანტისახელმწიფოებრივ ძალებს მიაჩნიათ, რომ ფატალური შედეგი მარტივად ააყირავებს მოქმედ ხელისუფლებას. შესაბამისი სამსახურები დარწმუნებული ვარ ყველა ზომას მიიღებენ, მაგრამ ახალგაზრდებო, უშინაარსო პროტესტს აყოლილო ადამიანებო, გაფრთხილდით, თქვენ ოპოზიციისთვის მხოლოდ პოლიტიკურ ანკესზე წამოგებული უმნიშვნელო სატყუარა ხართ“, - წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი