87
16 აპრილი 2024, 20:38
როგორც გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს, ჭანკოტაძემ, ერთხელ უკვე დაუშინა ეროვნულ ხელისუფლებას რუსების მიერ გადაცემული ჭურვები და ოპოზიცია ახლაც იმავეს აპირებს.
“ამ გენერალმა თავის კრემლისაგან მხარდაჭერილ ამფსონებთან ერთხელ 1990-იან წლებში რუსების მიერ გადაცემული ზარბაზნები და ჭურვები დაუშინა ეროვნულ ხელისუფლებას!
დაანგრია პარლამენტის შენობა!
გადაწვა, გადაბუგა რუსთაველი, რის შემდეგ ქვეყანაში სრულმა სიბნელემ და უმეცრებამ დაისადგურა!
დაიკარგა ტერიტორიები!
ახლაც იგივე მზაკვრობისათვის ემზადებიან - ნახეთ ყოველივე ამას თავისივე პირით აღიარებენ!” - წერს ედიშერ გვენეტაძე.
სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |