ზურაბ ქადაგიძე პრემიერის განცხადებაზე - ამას ჰქვია მასტერკლასი საერთაშორისო ენაზე, ქართულად - „საბავშვო მატი“ - დათანხმდებიან და ვაია, არ დათანხმდებიან და უია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
127 14 აპრილი 2024, 21:52
ირაკლი კობახიძე აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ საჯარო დისკუსიას სთავაზობს. ამას ჰქვია მასტერკლასი საერთაშორისო ენაზე და ქართულად - „საბავშვო მატი“,  - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე. 

ქადაგიძე სვამს კითხვას - რა პასუხი უნდა დააბრუნონ დიპლომატებმა, ვენის კონვენციის თანახმად - შიდა პოლიტიკურ საკითხებში, ჩარევის უფლება არ გვაქვსო?!



„ირაკლი კობახიძე აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გამჭვირვალობის კანონპროექტის შესახებ საჯარო დისკუსიას სთავაზობს.

ამას ჰქვია მასტერკლასი საერთაშორისო ენაზე და ქართულად - „საბავშვო მატი“…

რა პასუხი უნდა დააბრუნონ დიპლომატებმა - ვენის კონვენციის თანახმად, შიდა პოლიტიკურ საკითხებში ჩარევის უფლება არ გვაქვსო?!

და იმავე ვენის კონვენციის თანახმად, რომ ზოგიერთ შიდა პოლიტიკურ საკითხზე მათი განცხადებებით ინსინუაციას იწვევენ?!

და კიდევ, თუ ვენის კონვენციას გვერდით გადადებენ და დისკუსიაში შემოვლენ, რა უხერხულობაში აღმოჩნდებიან, ხომ წარმოგიდგენიათ, „ალა ლუსული კანონის“ მაგიერ, მხოლოდ გამჭვირვალობის კანონპროექტი რომ შერჩებათ ხელში, საჯაროდ?! 

მოკლედ, დათანხმდებიან და ვაია, არ დათანხმდებიან და უია. ბრავო, პრემიერ-მინისტრს!“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი