გია აბაშიძე: პრემიერის მიერ დასავლელი ელჩებისადმი მიმართვა „გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ საჯარო დისკუსიის გამართვაზე დროულია - თუ დიპლომატები ღიად „პედაგოგობენ“ ჩვენი ხელისუფლების მუშაობაზე, კეთილი ინებონ და საჯაროდ დასხდნენ განხილვაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
110 14 აპრილი 2024, 21:23

პრემიერ კობახიძის დასავლელი ელჩებისადმი მიმართვა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საჯარო დისკუსიის გამართვაზე არის ძალიან დროული - თუ დიპლომატები ღიად "პედაგოგობენ" ჩვენი ხელისუფლების მუშაობაზე, კეთილი ინებონ და საჯაროდ დასხდნენ განხილვაზე, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსი საჯარო დისკუსიის შეთავაზებას მმართველი გუნდის საზოგადოების ინტერესების შესაბამის კიდევ ერთი გაბედულ და დასაფასებელი ნაბიჯს უწოდებს და აღნიშნავს, რომ სტანდარტული პასუხი, რომ ეს ელჩის კომპეტენცია არაა არ მიიღება.

"პრემიერ კობახიძის დასავლელი ელჩებისადმი მიმართვა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე საჯარო დისკუსიის გამართვაზე არის ძალიან დროული - თუ დიპლომატები ღიად "პედაგოგობენ" ჩვენი ხელისუფლების მუშაობაზე, კეთილი ინებონ და საჯაროდ დასხდნენ განხილვაზე.

ვეღარანაირად მიიღება სტანდარტული პასუხი, რომ ეს ელჩის კომპეტენცია არაა და ა.შ. მაშინ რატომ "მოძღვრავენ" პარლამენტს თუ მთავრობას როგორ უნდა იმოქმედონ და რანაირად?
მმართველი გუნდის საზოგადოების ინტერესების შესაბამისი კიდევ ერთი გაბედული და დასაფასებელი ნაბიჯი. ნებისმიერმა საგარეო აქტორმა უნდა ჩაიბეჭდოს, რომ ხალხის მიერ სამჯერ და აწი უკვე მეოთხედ ასარჩევი "ქართული ოცნებისთვის" ჩვენი ქვეყანა არაა "NGO Georgia"!" - წერს აბაშიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი