ლევან ნიკოლეიშვილი - ხვალ "რუსული კანონი" უნდა გააპროტესტონ და ლიაკა ხოშტარია "უდიდესი" რადიკალური ძალის მატარებელია, ამიტომაც, ძირს რუბლები, გაუმარჯოს ფუნტებს!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 14 აპრილი 2024, 18:00
ელენე ხოშტარიას, ისევ ჩაერიცხა ფული რუსეთიდან, უფრო სწორედ "ჩერეზ" ლონდონი მოსკოვიდან და რაც მთავარი არა რუბლები ამჯერად ფუნტები! მაგარი შენიღბვაა, თან ისეთი, 21-ე საუკუნეს და რუსეთის წინააღმდეგ "მებრძოლ გმირს“ რომ მოუხდება - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში. 

ექსპერტი სვამს კითხვას, ბრიტანელებს სანქციები არ აქვთ დაწესებული რუსებზე, თუ გააჩნია ვის და რისთვის სჭირდება ფული, თორემ "ჩერეზ" ლონდონი მოსკოვიდან ტრანსფერის განხორციელება შეიძლება?!

„ელენე ხოშტარიას, ისევ ჩაერიცხა ფული რუსეთიდან, უფრო სწორედ "ჩერეზ" ლონდონი მოსკოვიდან და რაც მთავარი არა რუბლები ამჯერად ფუნტები! მაგარი შენიღბვაა, აი კომუფლიაჟი, თან ისეთი 21-ე საუკუნეს და რუსეთის წინააღმდეგ "მებრძოლ გმირს“ რომ მოუხდება. ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ დაწყებული მთავარ მავნებელ სალომე ზურაბიშვილიდან ყველაზე წვრილი რადიკალით დამთავრებული ყველა რუსეთს ეჭიმება, ჰოო და ამ მოცემულობაში ძალიან უხერხული იყო რუბლებში თანხის აღება, ამიტომაც ზემდგომების რჩევით,  ან სულაც ხოშტარიას თხოვნით, ფუნტ სტერლინგებში მოხდა ჩარიცხვა-ანგარიშსწორება. ხვალ "რუსული კანონი" უნდა გააპროტესტონ და ლიაკა ხოშტარია "უდიდესი" რადიკალური ძალის მატარებელია და ამიტომაც, ძირს რუბლები,  გაუმარჯოს ფუნტებს! 
ისე, ბრიტანელებს სანქციები არა აქვთ დაწესებული რუსებზე, თუ გააჩნია ვის და რისთვის სჭირდება ფული თორემ "ჩერეზ" ლონდონი მოსკოვიდან ტრანსფერის განხორციელება შეიძლება?!“ - წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი