დავით ქართველიშვილი ელენე ხოშტარიაზე: მოსკოვიდან ლონდონში უპრობლემოდ ირიცხება ფული, აქ კი „შავ საბანკო ხვრელებს" ეძებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
118 14 აპრილი 2024, 17:16
ქრონიკის“ ინფორმაციით, ელენე ხოშტარიასა და მისი ოჯახის ანგარიშზე მოსკოვიდან ლონდონის ერთ-ერთი ბანკის მეშვეობით თანხა გადაირიცხა. ხოშტარიების ანგარიშზე 30 000 ფუნტი ჩაირიცხა“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს. 

მისი თქმით, ელენე ხოშტარიას მამის, გოგი ხოშტარიას პოზიცია, რომელიც „ქრონიკის" ზარებს გაურბის, ძალზე წააგავს იმ შიშველი ადამის ბიბლიურ ისტორიას, რომელიც ცოდვის ჩადენის შემდგომ უფალს ემალებოდა.

„ამ ინფორმაციაში თითოეული სიტყვა „ბალზამია". მოსკოვიდან ლონდონში უპრობლემოდ ირიცხება ფული, აქ კი „შავ საბანკო ხვრელებს" ეძებენ. ლონდონი კი გადაიქცა ორმაგი აგენტურის საფინანსო-სატრანზიტო მკვებავ პუნქტად. ხოლო ვისი ნოტები ვის როიალშია, მარიინსკის თეატრის დირიჟორს თუ ეცოდინება. 

რაც შეეხება გოგი ხოშტარიას პოზიციას, რომელიც „ქრონიკის" ზარებს გაურბის, ის ძალზე წააგავს იმ შიშველი ადამის ბიბლიურ ისტორიას, რომელიც ცოდვის ჩადენის შემდგომ უფალს ემალებოდა. იმ ისტორიის მცირეოდენი პერიფრაზირებით, სახეზე გვაქვს დაახლოებით ასეთი მიზანსცენა:
„უთხრა გოგის: ვინ გითხრა, შიშველი რომ ხარ? იმ ხის ნაყოფი ხომ არ გიჭამია, მე რომ აგიკრძალე? და უთხრა გოგიმ: შენ რომ ქალიშვილი მომეცი, მან მომცა იმ ხის ნაყოფი და მეც შევჭამე. და უთხრა უფალმა ღმერთმა დედაკაცს: ეს რა ჩაიდინე? თქვა დედაკაცმა: გველმა შემაცდინა და მეც შევჭამე...“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
პრეზიდენტი შსს-ს განცხადებაზე: ბარემ ეთქვათ, ყველას დაგიჭერთო, მუქარაც არაფერში ჯდება, რუსული სტილის მმართველობის კიდევ ერთი დასტურია
როგორც ჩანს, დასავლელ სენატორთან ერთად, ზელენსკიც მიიჩნევს, რომ ფული ყველაზე დიდი ინტერესია
ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძეზე: ამ სასმისით ამომრჩეველს გაუმარჯოს, ცესკოს შედეგების გამოქვეყნების შემდეგ რომ მიგახვედრებს, რა ბითურიც იყავი, ისევ ის დარჩი
ზურაბ ქადაგიძე: ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას
არქივი